Monday, October 18, 2010

დილა იქედნური, ღამე და გრანელი,
კუბოსთან გაზრდილი პოეტის ქარაგმა,
უფალიც ვერ ხვდება მე აწი რა მელის,
სიცოცხლის სურვილი დრომ ისე ალაგმა.

ქალაქში გიჟები დადიან ეპოქად
და ამის შესახებ არ იცის ქალაქმა,
გვეყოფა, ჩვენ ჩვენი ცოდვებიც გვეყოფა…
მარტია და ტყემლის ხეები დანაღმა -

ამინდმა, მე კიდევ არ მიყვარს ამინდი,
(ამაზე ქალებმა დაწერონ უბრალოდ)
სიცოცხლეს ლექსებში თუ გავცვლი ამითი
რა ცოდვას ჩავიდენ, მითხარი, უფალო.

ოთახში ჩრდილები კედლებზე დადიან,
და ასე უშენოდ არ ვიცი რა მელის,
ქუჩაში პოეტი ქალების მარტია,
სულში კი წვიმა და ტერენტი გრანელი…
დე, იცი…
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი…
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი…
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი…
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე…
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი…
გაზაფხული მოვიდა მგონი.

წა- “მე” -ბი

ვერვინ ჩაწვდება ჩემი სულის ფსკერს,
ცოცხალი ვარ და გული არ მიძგერს,
ცხოვრება ნეტავ დიდხანს გამიძლებს?!
რომ მოვჩები, დრო თავიდან მიწყებს…
არ მინდა, ვიყო მხოლოდ ატომი,
რატომ ვარ ხან და ხან რატომ იქ?
სიცოცხლე წიგნთა მცირეა ტომი,
მშვიდობა მქვია, დამარქვათ ომი
გსურთ და ცრემლები ჟანგავენ წამებს,
მლიქვნელი დრო დღეს ტკივილს აამებს,
იარებს აქრობს და ტოვებს შრამებს,
მხოლოდ მზის ქონით სჯობნის დღე ღამეს .
მაწვალებს ფიქრი, უაზროდ ბევრი,
სულია ჩემი – უღრანი ტევრი,
ადამიანთა მეთქმის მე წევრი,
ეს ცხოვრებაა მეტყველი, მჭევრი.
ცრემლები აღწევს ტუჩის კიდეებს
და მაჯერებენ გიჟურ იდეებს,
თითქოს ჩემს გამო თავსაც იდებენ,
მივიხედავ და ფეხით მკიდებენ…
გველი კვლავ ცდილობს მაჭამოს ვაშლი,
ჩემი მერანი მყის ფაფარსა შლის,
მიმაფრენს ზემოთ, მე ღრუბლებს დავშლი,
სიძულვილს, ცრემლებს, ტანჯვას მე წავშლი!

Thursday, October 14, 2010

სატანა გეუბნებათ რომ:

1) სატანა გთავაზობს დათმენას,თავშეკავების ნაცვლად
2) სატანა გთავაზობს სრულფასოვან ცხოვრებას სულიერი ძიების ნაცვლად
3) სატანა გთავაზობს კეთილგანწყობას მათ მიმართ,ვინც ამას იმსახურებს
4) სატანის მიხედვით,შური უნდა იძიო,მეორე ლოყის მიშვერის ნაცვლად
5) სატანა გთავაზობს პასუხისმგებლობას,პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის მიმართ.
6) სატანა აღიარებს ადამიანს როგორც ცხოველს, რომელიც ზოგჯერ სხვა ოთხ ფეხზე მოსიარულე ცხოველზე უარესი,ან უკეთესია.
7) სატანა ყველა ცოდვას განიხილავს როგორც ფიზიკურ, ემოციურ ან გონებრივ მოთხოვნილებას.
8) სატანა ეკლესიის საუკეთესო მეგობარია, ის ერთად ერთია რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელს უწყობს ამ ბიზნესს.
ესეც სატანის თერთმეთი წესი:
1) სანამ არ გკითხავენ,არ მიაწოდო სხვას აზრი ან რჩევა
2) არ უთხრა სხვას შენი შიშის შესახებ,სანამ არ დარწმუნდები,რომ მათ აინტერესებთ
3) როცა სხვის ბუნაგში ხარ,პატივი ეცი მათ,ან საერთოდ არ წახვიდე
4) თუ სტუმარი შენს ბუნაგში გაწყენინებს,მოექეცი მას სასტიკად და არ აპატიო
5) არ მისცე სექსუალური რჩევა,სამან ამის ნიშანს თვითონ არ მოგცემს
6) ნუ აიღებ იმას,რაც არ გეკუთვნის,სანამ ის არის სხვისი ტვირთი და ხმამაღლა ჩივიან გათავისუფლებას
7) დაამოწმე მაგიის ძალა,თუ შენ გინდა მიაღწიო წარმატებას
8) ნუ იწუწუნებ იმ ნივთზე,რომელიც შენ არ გჭირდება
9) ნუ ავნებ ახალგაზრდა ბავშვს
10) ნუ მოკლაც ცხოველს,სანამ ის შეტევაზე არ გადმოვა,რათა წაგართვას საჭმელი
11) თუ შენ მოძრაობ ღია ტერიტორიაზე და,არ აწუხებ არავის და ვინმე შენ შეგაწუხებს,სთხოვე შეჩერდეს,თუ არ შეჩერდა გაანადგურე
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო..
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...

ნიკო გომელაური

ტოლერანტობა თუ შეუმწყნარებლობა?

საქართველოში ხშირად საუბრობენ ქართველი ხალხის ტოლორანტობასა და შემწყნარებლობაზე, ეს მაშინ როდესაც ყოველდღე, ირღვევა უმცირესობათა უფლებები.
სტატიაში ,შევეცდები მოვახზო უმცირესობათა , კერძოდ რელიგიურ იმცირესობათა უფლებების დაცვის მხრივ არსებული პრობლემებზე.
საქართველოში წარმოდგენილი რელიგიური მიმდინარეობებია:მართლმადიდებბლობა, მუსლიმი, სომხური ეკლესიის წარმომადგენლობა, კათოლიკე, იაღოვას მოწმეები, პრიტესტანტი და იეზიდი.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია და „გაბატონებული“ადგილი უჭირავს.
კონსტიტუციით საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება, თუმცა ხშირია კონსტიტუციით მინიჭებული უფლკების დარღვევის ფაქტები.
რელიგიის თავისუფლკებას მნიშვნეოვანი ადგილი დაეთმო სახალხო დამცველი 2009 წლის ანგარიშში.აქ წამჭრილია რამდენიმე პრობლემა: განათლების სისტემა, სასჯელაღსრულების სისტემა, საკუთრების უფლება, სიტყვის გამოხატვისა თავისუფლება.ასევე მნიშვნელოვანია მედიის დამოკიდებულება, ინფორმაციის გაშუქება. სახალხო დამცველის ანგარიშში რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი 7 ფაქტია განხილული, სინამდვილეში ეს რიცხვი გაცილებიათ მაღალია,.უბრალოდ ყველა ფაქტი ვერ აღწევს ომბუცმენამდე.
განათლების სისტემაში, არის ერთგავარი ვაკუომი, წლების განმავლობაში ისწავლებოდა რელიგიის ისტორია, სადაც საუბარი იყო მხოლოდ მართლმადიდებლობაზე, სემინარებს ატარებდნენ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ აქვთ საშუალება ასწავლონ მათი მიმდინარეობის შესახებ.
ეს პრობლემა მწვავედ დგას ქალაქ ბათუმში,,: იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი არიან მუსლიმები.ისინი ეწინაღმდეგებიან მათი უფლებების დარღვევას, და მასაწავლებლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.
16 წლის ანი ბათუმის ერთერთ სკოლაში სწავლობს.ის მუსლიმური ოჯახიდაანაა.ბავშვის ბაბუა საუბრობს მასწავლებლობის მხრიდან შეუმწყნარებლობასა და ბავშვის შეურაწყობაზე.
„რამდენჯერმე ბავშვი ატირებული დაბრუნდა, ბავშვები ექვსკურსიაზე გაიყვანეს , ბავშვებს ჩხუბი მოუხდათ, მასწავლკებელმა ბავშვების გასაგონად თქვა, შენ ადამიანებთან ურთიერთობის რა გაგეგება, ბიბლია ხომ არასოდეს წაგიკითხავსო“
მათ ყურანის მიმართ არასწორი მიდგომა აქვთ, და ბავშვებსაც ამას შთააგონებენ.
საქართველოს სასჯელღსრულების სამინისტროსა და მართლმადიდებელი ეკლესიას შორის დადებულია ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად , მართლმადიდებელ მღვდლებს შეუძლიათ საპატიმროებში შესვლა და პატიმრებთან ურტიერთობა.
რელიგიურ უმცირესობებს აქვთ საკუთრების არსებეობის პრობლემებიც, ისინი მოითხოვენ მათი სამლოცველოების აგებისა და დაბრუნების უფლებას.
ამ მხრივ შეძღუდვები აქვთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს.მათ უჭირთ პატიმრებთან ურთიერთობა.
მნიშვნელოვანია, სტატუსი, რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლობისა.
მათ აქვთ საშუალება დარეგისტრირდნენ როგორც კერძო იურიდიული პირი, ეს კი როგორც აცხადებენ მიუღებელია.

უმცირესობთან საუბრისას ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად ხდება რელიგიური წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაყობა.განსაკუთრებით იაღოვას მოწმეების მიმართ.
ა მხრივ, აქტიურობს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და სხვა ქრისტიანული ორგანიზაციები.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ითხოვენ განსაკუთრებულკ დამოოკიდებულებას მათ მიმართ, ამის დასტურად შევიძლია მოვიხმოთ 3 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული აქცია.აქციის მონბაწილეები მოითხოვენ სამლოცველოს გახსნას, უნივერსიტეტში.
საინეტერესოა, არ არღვევს ეს უმცირესობათა უფლებებს? თუკი უნივერსიტეტში იქნება მხოლოდ მართლმადიდებელთა სამლოცველო? მაშინ რეა დააშავეს, კათოლიკეებმა, პროტესტანტებმა და ასე შდემდეგ? არვიცი მკითხველი დამეთანხმება თუ არა, მაგრამ ვფიქრობ უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც უნდა მოხდეს რელიგიის გაბატონება და რელიგიური თემებით მანიპულირება
აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში გამართული წიგნის პრეზენტაციას აპროტესტებდნენ, მათი თქმით, აღნიშნული წიგნი პირდაპირ არის მიმართული რელიგიის წინააღმდეგ და ახალგაზრდების გარყვნას ემსახურება.....

Wednesday, October 13, 2010

გიგი თევზაძე: „იყავით თავისუფლები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონში უნიკალური სტრუქტურის მქონე კვლევითი
უნივერსიტეტია. აქვს გაცვლითი სასწავლო პროგრამები მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტთან და
სტუდენტებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს. უნივერსიტეტის განვითარებისა და მომავალი
პერსპექტივების შესახებ ვესაუბრეთ უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გიგი თევზაძეს. მან ასევე
კომენტარი გააკეთა ბოლო დროს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ აქციებთან დაკავშირებით,
რომელიც მართლმადიდებელთა კავშირმა გამართა. ისინი მოითხოვენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე
სამლოცველოს გახსნას, ასევე აპროტესტებდნენ ახალგაზრდა მწერლის მიერ გამართულ წიგნის
პრეზენტაციას, უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში.. ამ პროცესებთან დაკავშირებით არსებობს
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაც, რომელსაც სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ.

რაკრიტერიუმებით არჩევთ ლექტორებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?
პროფეესორის შერჩევისყველაზე უფრო მიღებული კრიტერიუმი სამეცნიერო დამსახურებაა, ანუ სტატიები, წიგნები და ასე
შემდეგ. არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული საჭიროების გამო ხდება კრიტერიუმების გადახედვა,
მაგალითად: როდესაც ლექტორს არ აქვს მაღალი სამეცნიერო რეიტინგი, მაგრამ კარგად შეუძლია
კონკრეტული ლაბორატორიის აწყობა, ანდა, მისი მუშაობის პროფილი უნიკალურია ქვეყანაში და
ემთხვევა უნივერსიტეტის ინტერესებს, ამ შემთხვევაში სხვა, უფრო მაღალი რეიტინგის მეცნიერის
მიმართაც მას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა. საბოლოოდ, შეფასების კრეიტერიუმი არის
კონკრეტული კანდიდატის სამეცნიერო და პედაგოგიური დამსახურებები. როგორც უკვე გითხარით,
ძირიტადათ ვიყენებთ რაოდენობრივ მონაცემებს (რეიტინგებს),მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც
გადაწყეტილება მიიღება უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე.

რატომ გაუქმდაჟურნალისტიკის სწავლება?
ვინც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ვფიქრობთ ადამიანმა უნდა დაამთავროს
ბაკალავრის რომელიმე სპეციალობა და შემდეგ გადაწყვიტოს უნდა თუ არა ჟურნალისტობა. ეს იყო ჩვენი
ფილოსოფია, რის გამოც გაუქმდა ბაკალავრიატში ჟურნალისტიკის სწავლება. ჟურნალისტიკა ძალიან
მნიშვნელოვანი პროფესიაა, ამიტომაც ადამიანის გადაწყვეტილება, ჟურნალისტად გახდომის თაობაზე,
უნდა იყოს გაცნობიერებული, ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამა კი იძლევა ამის საშუალებას. თუმცა
ეს იმას არ ნიშნავს რომ, თქვენ ვინც ახლა სწავლობთ ჟურნალისტიკას ბაკალავრიატში, მიიღეთ
გაუცნობიერებელი გადაწყვეტილება, მაგრამ, მე მინახავს ძალიან ბევრი ჟურნალისტი, რომლებმაც თავისი
არასწორი გადაწყვეტილებით დიდი ზიანი მიაყენეს, როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს. არსებობს თუ
არა უნივერსიტეტში სასწავლო ბაზა, სადაც ჟურნალისტიკის სტუდენტები გაივლიან სწავლების
პრაქტიკულ კურსს? ჯერჯერობით პრაქტიკული კურსის გავლა შესაძლებელია “Outsourcing”-is anu
უნივერსიტეტის გარეთ არსებულ დაწესებულებებში, მაგრამ გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც
პრაქტიკული კურსის გავლა მოხდება უნივერსიტეტში. იგეგმება რადიოსადგურის შექმნა, რომლის
გადაცემების ჩანაწერებიც დაიდება ინტერნეტის საიტზე. პროექტი ძირითადათ გათვლილი იქნება
მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, თუმცა ბაკალავრიატის სტუდენტებსაც შეგეძლებათ
მონაწილეობის მიღება.
რატომ ილიას და არა ჭავჭავაძის უნივერსიტეტი?
აქ ორი ფაქტორია: პრაგმატული
და ფილოსოფიური. პრაგმატული, იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში არსებობს კიდევ ორი
უნივერსიტეტი, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს. ხდებოდა ამ სამი უნივერსიტეტის
სახელების არევა, განსაკუთრებით ბაკალავრიატში რეგისტრაციისას, და ხშირად სტუდენები არ
ხვდებოდნენიქ, სადაც უნდოდათ. რაც შეეხება ფილოსოფიურ მიზეზს: ტრადიციაა რომ, უნივერსიტეტებს
ქვეყნისთვის ზალიან მნიშვნელოვანი ადამინების მხოლოდ სახელებს არქმევენ. მაგალითად,. კარლოსის
უნივერისტეტი, ოტტო ფრიდრიხის უნივერსიტეტი. ილიას საქართველოსთვის იმდენივე, თუ უფრო მეტი
არ აქვს გაკეთებული რაც ამ მეფეებს თავისი ქვეყნებისათვის. ამავე დროს - სულაც არ არის გვარი
„ჭავჭავაძე“ დაამატო, როდესაც ილიას შესახებ ლაპარაკობ. ისედაც ყველა ქართველი ხვდება ვის
შესახებაცაა ლაპარაკი..
ვინ მიიღო გადაწყვეტილება, უნივერსიტეტისათვის სახელის შეცვლასთან
დაკავშირებით?
გადაწყვეტილება მიიღომ mთავრობამ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შეთავაზების
საფუძველზე.
რით განსხვავდება ილიას უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებისაგან?
სწავლების ლიბერალური პრინციპები და კვლევები, რომელსაც ვაწარმოებთ. ჩვენი უნვიერისტეტის მისიაა კვლევის
წარმოება სამი მიმართულებით: საქართველოს კვლევები, საერთაშიორისო კლვევებში ჩართულობა და
მენციერების ფუნდამენტური საკიტხების კვლევა. ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენი უნივერსიტეტი სამ
ძირითად თავისუფლებაზე დგას: ესენია: აკადემიური თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება და
სინდისის თავისუფლება. რა სიახლეები იგეგმება უახლოეს მომავალში ილიას უნივერსიტეტში?
შეიცვალა უნივერსიტეტის წესდება, გადავდივართ მუშაობის ახალ პრინციპზე. უნივერსიტეტში
შეიქმნება 13 კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორებიც გახდებიან აკადემიური საბჭოს წევრები.
ამით უნივერისტეტის მართვა გადადის იმ ხალხის ხელში, რომლებიც უშუალოდ ტანამეოდროვე
კვლევებშჳ არიან ჩარტულები და იციან რა ხდება ტანამედროვე სამეცნიერო სამყაროში. ასეთი
სტრუქტურის უნივერსიტეტი არა მარტო საქრთველოში, რეგიონშიც არ არსებობს. ასევე გვინდა
ბაკალავრიატში სწავლება გახდეს უფრო მნიშვნელოვანი, პროფესორებმა არამარტო წაიკითხონ ლექციები
და შეადგინონ სასწავლო სილაბუსები, არამედ ჩვენ გვინდა რომ პროფესორება უფრო მეტი მონაწილეობა
მიიღონ სასწავლო მასალების შედგენაში, საჭიროა აკეთონ რიდერები, წერონ სახელმძღვანელოები,
იმისათვის რომ სტუდენტებსათვის ადვილი იყოს სწავლა. დასამალი არ არის რომ მოვიკოჭლებსთ
ქართულ ენაზე კვალიფიციური ლიტერატურის არსებობით. იმედი გვაქვს ამ ნაკლსაც გამოვასწორებთ. რა
კომენტარს გააკეთებთ უნივერსიტეტის წინააღმდეგ მომართულ აქციებზე? სამლოცველოს გახსნასთან
დაკავშირებით გეტყვით რომ, სამლოცველო უნივერსიტეტში არ გაიხსნება. ინსტიტუციური
სეკულარიზმი არის მნიშვნელოვანი ღირებულება და მოქმედების პრინციპი, რომელიც ამ
უნივერსიტეტის კედლებში ყოველ ადამიანს აძლევს საშუალებას, ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობა და
არ შეიზღუდოს ამ მხრივ. რაც შეეხება, უნივერსიტეტში გამართულ წიგნის პრეზენტაციას: არ ვაპირებთ
დავაწესოთ ცენზურა, არც წიგნის მაღაზიაში და არც სხვაგან უნივერსიტეტში. მიზეზი მარტივია:
ცენზურა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საბოლოოდ, როგორც ყველა უსამართლო შეზღუდვა,
იწყებს მოქმედებას იმ ადამიანების წინაამღდეგ, ვინც ეს შეზღუდვა დააწესა. წიგნი ვიღაცას მოეწონება,
ვიღაცას არა. დემოკრატიას აქვს თავისი უხერხული და უსიამოვნო მხარეები. სამაგიეროდ, სწორედ ის,
რომ ჩვენ რაღაც არ მოგვწონს, მაგრამ ამას ვინმე მაინც აკეთებს, არის იმის გარანტია, რომ ჩვენც გვაქვს იმის
გაკეთების საშუალება, რაც გვინდა, იმისადა მიუხედავად, სხვებს ეს მოეწონებად თუ არა. ეს არის
თავისუფლების პრაქტიკული საფუძველი. ამავე დროს, ყოველ ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას
პროტესტი, და ჩვენ არ ვაპირებთ რომ შევზრუდოთ ნებისმიერი პროტესტი. თუმცა, პროტესტის
გამოხატვა უნდა მოხდეს დაწესებული ფორმით, არ უნდა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუცია,
კანონები და უნივერსიტეტის წესდება.
რას ეტყვით ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, ჩვენი გაზეთის
საშუალებით?
იყავით თავისუფლები.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
განცხადება : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულება.
ნებისმიერი მისი მოქმედების საფუძველი არის საქართველოს კონსტიტუცია, მისგან გამომდინარე
კანონები და უნივერსიტეტის წესდება. უნივერსიტეტის მოქმედების ამოსავალი პრინციპებია
აკადემიური, სინდისის და არჩევანის თავისუფლებები. უნივერსიტეტის კედლებში ამ თავისუფლებების
შეზღუდვა დაუშვებელია. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
უმაღლესი აკადემიური წარმომამდგენლები, დარწმუნებულები ვართ, რომ ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი, რომელიც შექმნილია მეცნიერული კვლევისათვის და მეცნიერების სწავლებისათვის,
არის სრულიად სეკულარული, საერო ორგანიზაცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ არ მიგვაჩნია
მიზანშეწონილად რელიგიური მიზნების მქონე ინფრასტრუქტურის განვითარება უნივერსიტეტში. ჩვენ
ვიცავთ აღმსარებლობის და გამოხატვის თავისუფლებას. ვფიქრობთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში არცერთი აღმსარებლობის და არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის
წარმომადგენლობა არ არის, უნივერსიტეტი ასრულებს თავის მთავარ სოციალურ ფუნქციას:
საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში ის ღიაა ნებისმიერი დისკუსიისათვის,
ნებისმიერ თემაზე ხმამაღლა ფიქრისათვის და ნებისმიერი აზრის გამოხატვისთვის. დარწმუნებულები
ვართ, ამ უნივერსიტეტის კედლებში გარანტირებული აკადემიური, სინდისის და არჩევანის
თავისუფლებები არის ის, რაც იცავს როგორც პროფესორების და მკვლევარების, ასევე, სტუდენტების და
ადმინისტრაციული თანამშრომლების უფლებას, მიაკუთვნონ თავი ნებისმიერ აღმსარებლობას და ამის
გამო არ იგრძნონ საკუთარი უფლებების შეზღუდვა. ასევე, არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი
დამოკიდებულება საზოგადოების ნაწილის მიერ მოთხოვნილი ცენზურის მიმართ, განსაკუთრებით,
როდესაც საქმე ეხება უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში გასაყიდად დადებულ წიგნებს და ჩატარებულ
წიგნების პრეზენტაციებს. უნივერსიტეტში ცენზურა დაუშვებელია. იმისდა მიუხედავად, თუ რა
დამოკიდებულება აქვს თითოეულ ჩვენგანს კონკრეტულ წიგნთან, ვთვლით, რომ გამოხატვის
თავისუფლების პრინციპისადმი ერთგულება, ასევე, უნივერსიტეტის მართვის წესი, რომელიც
დამყარებულია ჩვენი თანამშრომლებისადმი და პარტნიორებისადმი ნდობაზე, ნებისმიერი წიგნის
შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანია - არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ, ქვეყნის აწმყოსთვის და
მომავლისთვისაც. თამარ ჯაყელი თამარ კანაშვილი

მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...

გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

მე და ღამე

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.


მთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს.

სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.


ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.


საიდუმლო შუქით არე, ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.


დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,

არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.


რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,

ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.


ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,

საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;


ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,

ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.


მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,

იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.


იცის − როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა

ჭაღარა გულის ზმანება ავი, -

ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!


გაივლის კიდევ ცამეტი წელი,

მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,

მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,

ატირდება დრო და ჩემი ლექსი.


ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -

დაუნდობელი სურვილი ლომის!

და ყოველივე როგორ ნაზდება,

როცა ახლოა მზე შემოდგომის.

***

ახლა ღამეა, თენდება ისევ

და ცა ლაჟვარდი ჩემს გულს მოება.

ყოველთვის მინდა გაფრენა ცისკენ,

ყოველთვის მინდა განმარტოება.


ყოფნა არ კმარა, რაღაც მსურს მეტი

და მწუხარება გაივლის ხმაში.

გარეთ ვიყავი, როიალს ვუსმენდი,

რა ბედნიერი ვიყავი მაშინ.


ახლა რას ვხედავ, ანდა სადა ვარ,

ღმერთო! ჩემს თავზე რა ამბავია.

ეს ფიქრი ისევ მზეში გადავა,

ახლა მე ქუჩას ვეღარ გავიარ.


ახლა ღამეა, თენდება ისევ

და ცა ლაჟვარდი ჩემს გულს მოება.

ყოველთვის მინდა გაფრენა ცისკენ,

ყოველთვის მინდა განმარტოება.

გაელვებული წამი:)



Wednesday, April 14, 2010

გია დვალის კვლევები


ქართველი მეცნიერი გია დვალი დაიბადა 1963 წელს.ის 1985 წელს დაამთვრა თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 2001 წელს ნიუ-იორკის მერრმა მიანიჭა ჟილდო განსაკუთრებული მიღწევებისათვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.2008 წელს მან მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.ის მოღვაწეობს თეორიული ფიზიკის დარგში.ის ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, მიუხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი და ჟენევის ატომური



ქართველი მეცნიერების წარმატება უცხოეთში

”მეცნიერების მდგომარეობა საქართველოში რთულია. რა თქმა უნდა, პოტენციალი არსებობს და საკმაოდ დიდიც, მაგრამ მას გამოყენება და განვითარება უნდა. ამისთვის კი ერთადერთი ნაცადი გზა ისაა, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად დაისახოს მეცნიერების განვითარება. რასაკვირველია, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა...თანაც, მოგება ამ ინვესტიციიდან ასმაგია, თუმცა ერთი შეხედვით ეს შეიძლება არ ჩანს”,-ასეთ განცხადებას აკეთებს ქართველი ფიზიკოსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი გია დვალი. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მეცნიერების დაფინანსება გაიზარდა და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, ქართველი მეცნიერებისთვის საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების პრაქტიკული რეალიზაციისთვის საჭირო პირობები კვლავაც არასახარბიელოა. სამაგიეროდ, პოტენციალი, რომელიც გია დვალის თქმით, საქართველოში ნამდვილად არსებობს, ხშირად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰპოვებს გამოვლენას. ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი უცხოეთის წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში წარმატებით მოღვაწეობს. ამ სტატიაში სწორედ ზოგიერთ მათგანზე მოგითხრობთ.

ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის CERN-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. მისი სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა. პრემიით, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია, გერმანიის განათლების სამინისტრო წამყვან მეცნიერებს აჯილდოვებს. გია დვალის კანდიდატურა კი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა.შ. ამისთვის კი გია დვალი კვლევების მთელ სპექტრს აწარმოებს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა შედეგებს თეორიულად და ექსპერიმენტულად ერთმანეთს უთავსებს, ეს ყველაფერი კი კვლევების ფართო დიაპაზონს ნიშნავს და ძალიან ფართო მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. შემოდგომაზე გია დვალი სხვა მეცნიერებთან ერთად CERN-ის ამაჩქარებლის პროექტის დაწყებას ელოდება. როგორც იგი აღნიშნავს, ეს პროექტი კაცობრიობის მეცნიერული კვლევისთვის ეტაპური მნიშვნელობის იქნება. ”ეს არის უდიდესი ენერგია, რომლისთვისაც კაცობრიობას მიუღწევია და იგი გაგვიხსნის გზას, რათა შევისწავლოთ ბუნების ფუნდამენტური სტრუქტურა უმოკლეს მანძილებზე. ეს იქნება ჩვენი აქამდე დაგროვილი თეორიული მოსაზრებების გამოცდის ასპარეზი და ახალი აღმოჩენების წყარო”,-აღნიშნავს იგი.

უკვე ათი წელია ავსტრიაში, ლინცის უნივერსიტეტის სიმბოლური გამოთვლების კვლევით ინსტიტუტში(RISC) მოღვაწეობს კიდევ ერთი ქართველი მეცნიერი თემურ კუცია. ამავე უნივერსიტეტში მან დისერტაცია სათაურით Solving and Proving in Equational Theories with Sequence Variables and Flexible Arity Symbols, 2002 წელს დაიცვა. კვლევების გარდა, ლინცის უნივერსიტეტში მას ლოგიკური პროგრამირების, უნიფიკაციის თეორიის, ინფორმაციული და ავტომატური გამოყვანის სისტემების კურსები და სემინარი ალგორითმების შესახებ მიჰყავს. ამას გარდა, ლექციებს იგი აიპონიაში ცუკუბას უნივერსიტეტში, ირლანდიის ლოგიკის, ენისა და ინფორმაციის ევროპულ საზაფხულო სკოლაში და ავსტრიის სიმბოლური გამოთვლების საზაფხულო სკოლაშიც კითხულობდა, არის უამრავი საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე. თემურ კუციას კვლევები კომპიუტერული ლოგიკის ფარგლებში მიმდინარეობს და უნიფიკაციის თეორიას, ავტომატურ დედუქციასა და დეკლარაციულ (წესებზე დაფუძნებულ) პროგრამირებას მოიცავს. ”დავამტკიცე, რომ უნიფიცირებადობა მიმდევრობითცვლადებიან თეორიებში გადაწყვეტადია და ავაგე პროცედურა, რომელიც ამონახსნთა მინიმალურ და სრულ სიმრავლეს წარმოქმნის. ვაჩვენე, რომ ამოხსნადი სისტემებისთვის ასეთი მინიმალური სიმრავლე ყოველთვის არსებობს, მაგრამ ზოგი სისტემისთვის შეიძლება უსასრულო იყოს, ამიტომ ამ შემთხვევებში პროცედურა არ ჩერდება. გამოვყავი ზოგიერთი ფრაგმენტი, რომლისთვისაც პროცედურის გაჩერება გარანტირებულია და მათთვის ავაგე უფრო ეფექტური ალგორითმი. ამ ალგორითმზე დაყრდნობით პორტუგალიაში, პორტუს უნივერსიტეტში შექმნეს პროგრამული პაკეტი XML-ის მონაცემების მანიპულაციისთვის”,-აღნიშნავს იგი. ორი წლის წინ კი თემურ კუციამ ესპანელ კოლეგებთან ერთად კონტექსტების უნიფიკაციის პრობლემის ერთი ვარიანტის გადაწყვეტადობა დაამტკიცა. კონტექსტების უნიფიკაციის გადაწყვეტადობა უნიფიკაციის თეორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღია პრობლემაა და ამდენად, მისი ვარიანტის ან ფრაგმენტის გადაწყვეტადობის ჩვენება მნიშვნელოვან შედეგად ითვლება. პარალელურად, ქართველი მეცნიერი რამდენიმე წელია თანამშრომლობს სიმბოლური გამოთვლების ჯგუფთან ცუკუბას უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში. RISC-ში თემურ კუციას პირველი პროექტი ნამდვილი რიცხვებისთვის ამოხსნის და დამტკიცების მეთოდების კვლევას ეხებოდა. მომდევნო პროექტი, სახელწოდებით Theorema, კი კომპიუტერული ალგებრის და კომპიუტერული ლოგიკის კომბინაციაზე დაფუძნებული მათემატიკური ასისტენტ-სისტემის შექმნას ითვალისწინებდა. ამჟამად თემურ კუცია მონაწილეობს პროექტში, რომელიც დიდი ევროპული პროექტის "სიმბოლური გამოთვლების ინფრასტრუქტურა ევროპისთვის" ნაწილია და ტრენინგებისა და სკოლების მოწყობას ითვალისწინებს მათთვის, ვისაც თავის კვლევებში სიმბოლური გამოთვლების გამოყენება აინტერესებს. RISC ამ ევროპული კონსორციუმის ერთ-ერთი კვანძია. ქართველი მეცნიერის მოვალეობებში კი ტრენინგებისა და სკოლების კოორდინაცია შედის. აღნიშნული პროექტი კიდევ სამი წელი გაგრძელდება.

1996 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში შოთა ოკუჯავა. 1998 წლიდან ნიურნბერგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იგი დოცენტად მუშაობდა და საბანკო სფეროში პროგრამირებას ასწავლიდა. 2003-2006 წლებში ეკონომიკის კათედრაზე მეცნიერ-თანამშრომლად მოღვაწეობდა, 2006 წელსვე დაიცვა დისერტაცია თემაზე ”საინფორმაციო ტექნოლოგიაში ინვესტირების რენტაბელობა”. მას შემდეგ მან კერძო ფირმა დააარსა. 2007-2008 წლებში შოთა ოკუჯავა სისტემა DeutschlandCard-ის დამუშავებასა და დანერგვაზე მუშაობდა. ამჟამად იგი დასაქმების სამინისტროში ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით კონსულტანტად მოღვაწეობს.

სხვათა შორის, დასავლეთში წარმატებით მოღვაწეობენ ქართველი სტუდენტებიც. უკვე ორი წელია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში Ph.D პროგრამაზე სწავლობს ლაშა ბერეჟიანი და ”თეორიული მაღალი ენერგიების ფიზიკის” თემატიკაზე მუშაობს. პროექტები, რომლებსაც ლაშა ბერეჟიანი ახორციელებს, ველის თეორიასა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასთანაა დაკავშირებული. იგი ნიუ-იორკში აღნიშნულ პროგრამაზე ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მოხვდა. ”ჩემი შტატებში წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში სტუდენტს არ აქვს იმის პირობები, რომ უზრუნველად იფიქროს ფიზიკაზე”,-აღნიშნავს ლაშა ბერეჟიანი. უკვე სამი წელია ნიუ-იორკში Ph.D პროგრამაზე, თეორიული ფიზიკის განხრით სწავლობს დავით ფირცხალავაც, რომელიც ველის კვანტური თეორიისა და კოსმოლოგიის პრობლემებზე მუშაობს. ”თეორიული ფიზიკის მიზანი სამყაროს ფუნდამენტურ დონეზე შესწავლა, როგორც უმცირეს, ასევე ყველაზე დიდ მანძილებზე განხორციელებული დაკვირვებების ახსნა-წინასწარმეტყველება და თვითშეთანხმებულ თეორიაში მოქცევაა. ჩვენი საქმიანობაც შესაბამისი პრობლემების გადაჭრას ემსახურება”,-განმარტავს იგი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, ახალგაზრდა თაობაში მეცნიერების არასათანადო პოპულარიზაციაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოპულარიზაციის საჭიროება, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ჩაებას მეცნიერულ საქმიანობაში. გია დვალი თვლის, რომ აუცილებელია სტუდენტებს განემარტოთ მეცნიერების პერსპექტივები. ”ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, რომ მეცნიერება და კერძოდ ფიზიკა, უმოკლესი გზაა იმისთვის, რომ ამერიკის და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მოხვდნენ, შეძლონ Ph.D პროგრამებში სწავლისა და კვლევების გაგრძელება, რის შემდეგაც ფართო სამენციერო და არა მარტო სამეცნიერო კარიერის პერსპექტივა იხსნება”,-აღნიშნავს იგი.

http://www.navigator.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=14&info_id=4723

Tuesday, April 13, 2010

დავით კაკაბაძე





ქართველი ფოტოგრაფი დავით კაკაბაძე მოღვაწეობდა 1889–1952 წლებში. ის ცნობილია როგორც, ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.მხატვარ დავით კაკაბაძის რთულ, ზოგჯერ წინააღმდეგობებით აღსავსე შემოქმედებით გზას ახასიათებს, ერთს მხრივ, ეროვნული ტრადიციების გაღრმავების, მათთვის ახლებური ელფერის მინიჭების მისწრაფება, და მეორეს მხრივ - XX საუკუნის დამდეგის დასავლეთ ევროპის ხელოვნების “უახლეს” მიმდინარეობათა გააზრებისა და პრაქტიკული შეთვისების წადილი. სწორედ ამ, ერთ შემთხვევით, შეურიგებელ “წინააღმდეგობებში” ევლინება მხატვრის ხასიათის მთლიანობა, წინასწარ დასახული პროგრამის განხორციელების კანონზომიერება, მისი შემოქმედებითი ინდივიდუალობის უბადლოება.

დავით კაკაბაძის ცხოვრების გზა, ბიოგრაფია ნათელს ჰფენს მისი სულისა და ინტელექტის მრავალმხრივ ძიებებს.

იგი 1889 წელს დაიბადა სოფელ კუხში, ღარიბი გლეხის ოჯახში, მამამისს საკარმიდამო ნაკვეთიც კი არ ჰქონდა. ოჯახი რომ ერჩინა, ქუთაისში დასახლდა და მებორნედ დაიწყო მუშაობა, განათლება მისცა შვილებს. დავითმა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოწინავე ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლობისა და კერძო საქველმოქმედო საზოგადოებების დახმარებით შეძლო მიეღო უმაღლესი განათლება. 1910-1915 წლებში იგი სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

დავითი ბავშობიდანვე გაიტაცა ხელოვნებამ. იგი ჯერ კიდევ მოწაფეობისას ბევრს ხატავდა ნატურიდან, იღებდა ხანმოკლე ხატვის გაკვეთილებს ჩამოსული მხატვრებისგან, ეზიარა სახელმძღვანელოებით ხატვის ტექნიკას. პეტერბურგში საუნივერსიტეტო კურსთან ერთდროულად გადის ნახატისა და ფერწერის სასწრაფო აკადემიურ სკოლას მხატვარ დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. შემდეგ მსოფლიო ხელოვნების ძეგლების გასაცნობად და ცოდნის გასაღრმავებლად იგი იტალიასა და გერმანიაში მიემგზავრება. 1920-1927 წლებში ნაყოფიერად მუშაობს პარიზში, სადაც შემოქმედებითად ითვისებს თანამედროვე სახვითი ხელოვნების, აგრეთვე მეცნიერების მიღწევებსაც.

დავით კაკაბაძისთვის დამახასიეთებელი ლტოლვა ნამუშევრების სერიათა შექმნისადმი სათავეს იღებს მის სამხატვრო ფილოსოფიაში. დროის გარკვეულ მონაკვეთში იგი ერთი და იგივე მასალით ასრულებდა ერთნაირი ფორმატის ათობით სურათს.

თავისებურ სერიას შეადგენენ პორტრეტები, რომლებიც მხატვარმა 1913 და 1918 შუა პერიოდში შეასრულა.

მისი ლტოლვა შექმნას სურათების სერია სხვადასხვა მხატვრულ-სტილისტურ მანერაში, სათავეს იღებს მისი მხატვრულ შემოქმედების მრწამსში, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს თავისი შემოქმედების დასაწყისშივე. მას მიაჩნდა რომ ”ერთფეროვნება ეწინააღმდეგება ბუნებას” და “მრავალფეროვნება კი ცხოვრების საფუძველია”, რომ მხატვარმა თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების გზით უნდა იაროს, უნდა შეისწავლოს მემკვიდრეობაც, არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღიჭურვოს ენთუზიაზმით და გახდეს მისი მიმბაძველი, ანდა ინტერპრეტატორი, არამედ იმისთვის, რომ სულიერად ამაღლდეს და შეიცნოს მისი შინაარსიო. სწორედ ეს აზრი გაატარა და გაიტანა კიდეც დ.კაკაბაძემ როგორც ბუნების სურათების, ასევე სხვადასხვა მხატვრულ მანერაში გააზრებულ ავტოპორტრეტებშიც.

დავით კაკაბაძის თემატურ რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია მის მშობლიურ იმერეთის ბუნებას. “იმერეთი” მნიშვნელოვანი ფურცელია მხატვრის ბიოგრაფიისა არა მარტო იმიტომ, რომ მან ამ კუთხეს მიუძღვნა თავისი სურათების უმრავლესობა, არამედ, უმთავრეს და უწინავეს ყოვლისა_იმიტომ, რომ ეს მისი “საკუთარი” თემაა, შინაგანად მისთვის ახლობელი, ბოლომდე გააზრებული და მხატვრულ სრულქმნილებამდე მიყვანილი.

დ. კაკაბაძემ ქართველ მხატვართაგან ერთ-ერთმა პირველმა შექმნა სადაზგო სურათი - განზოგადოება. ეს ამოცანა მან გადაწყვიტა ჯერ კიდევ საზღვარეთ გამგზავრებამდე, 1918 წელს. გასაგებია, რომ დ.კაკაბაძე - უაღრესად ზუსტი, პუნქტუალური, რაციონალური ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სურათის სახელწოდებასაც, ვინაიდან მიაჩნდა, რომ სურათის სახელწოდება უნდა გამოხატავდეს “მის მთელ არსებას”, “მის მთელ შემოქმედებას”.

1949-1951 წლებში დ.კაკაბაძის შემოქმედებაში ახალი ძიებანი შეიმჩნევა.

1949 წლის ნამუშევარი - ეს არის ადამიანისა და ბუნების ერთმთლიანობის ჩვენება. მის სემდგომ შემოქმედების პრაქტიკაში ეს თემა უფრო მეტ ადგილს იკავებს. მაგრამ ადამიანი და მისი შრომა მაინც რჩება დამატებად, პეიზაჟის სტაფაჟად და ამის თავიდან აცილება მან შეძლო მხოლოდ ერთ უკანასკნელ ეტიუდში, რომელიც ჩაფიქრებული დიდი ფერწერული სურათისთვის დახატა. 1951 წელს შესრულებულ ესკიზში “გუმბრინის დამუშავება ქუთაისის მიდამოებში” მიგნებულია თემის გამოვლინების საინტერესო კომპოზიციური ხერხით: მუშებისა და ვაგონეტების წრფივი განაწილება გუმბრინის დამუშავებულ ტერიტორიების ფონზე. შრომითი პროცესისთვის დამახასიათებელია მკაფიო რიტმულობა, შეთანხმებული მოძრაობა და მუშაობის ენერგიული რიტმი ადამიანის გარდამქმნელი შრომის ძლიერების სადიდებლად გაისმის.

სწორედ ეს შრომის სადიდებელი ნაწარმოები, რომელსაც დასაბამი უნდა მიეცა დავით კაკაბაძის შემოქმედების ახალი ეტაპისთვის, გამოდგა მისი ბოლოქმედება, გედის სიმღერა ამ დიდი მხატვრისა.
მისი შემოქმედების ნიმუშებია

იმერეთი

კუბისტური კომპოზიციები

ილუსტრაციები

ბრეტანი

კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიციები

კომპოზიციები

პეიზაჟები

სვანეთი

ინდრუსტიული პეიზაჟები

თეატრალური ესკიზები

დეკორატიული მოტივები

ავტოპორტრეტები

ფოტოები
.

http://www.davit-kakabadze.narod.ru/Semoqmedeba.htm

Wednesday, April 7, 2010

პერგამონის მუზეუმი







პერგამონმუზეუმის ფასადი

პერგამონის მუზეუმი ერთ-ერთი მთავარი მუზეუმია ბერლინის მუზეუმთა კუნძულზე .შექმნის ინიციატორები იყვნენ ალფრედ მესელი და ლუდვიგ ჰოფმანი. მშენებლობა 1910წელს დაიწყო და 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მოთავსებულია პირვანდელი სახისა და ზომის რეკონსტრუირებული მონუმენტური შენობები, როგორიციაა პერგამონის საკურთხეველი, მილეტის ბაზრის კარიბჭე, იშთარის კარიბჭე და ყველა მათგანი შედგება ფილებისგან, რომლებიც თავდაპირველი გათხრების ადგილებიდან გადმოიტანეს.

მუზეუმი დაყოფილია ანტიკურ კოლექციად, ახლო აღმოსავლეთის მუზეუმად და ისლამური ხელოვნების მუზეუმად. მას ყოველწლიურად დაახლოებით 850.000 ადამიანი სტუმრობს.ბერლინის მუზეუმის კუნძულზე კაიზერ-ვილჰელმ-მუზეუმის გახსნის პროცეში გაირკვა, რომ მისი ფართი არ იყო საკმაო მუზეუმის საცავებში არსებული ხელოვნების ნიმუშებისა და გერმანელთა გათხრებით მოპოვებული არქეულოგიური განძის გამოსაფენად. ეს გათხრები წარმოებულ იქნა ბაბილონში, ურუქში, ასურეთში, მილეტოსში, პრიენსა და ეგვიპტეში, და ამ ადგილებიდან მოტანილი ექსპონატების გამოფენა ვერ ხერხდებოდა. 1907 წელს, ვილჰელმ ფონ ბოდე, კაიზერ-ვილჰელმ-მუზეუმის დირექტორი, გეგმავს იქვე ახალი მუზეუმის აგებას ძველი არქიტექტურის, გერმანიის პოსტ-ანტიკურობის ხელოვნებისა და ახლო-აღმოსავლეთის და ისლამის ხელოვნების ნიმუშების მოსათავსებლად. მისი სიკვდილის შემდგომ 1909 წელს მშენებლობის პროექტს ლუდვიგ ჰოფმანი ხელმძღვანელობდა. მშენებლობა საბოლოოდ 1910 წელს დაიწყო და პირველი მსოფლიო ომისა (1918) და დიდი ინფლაციის (1920-იანი წლები) პერიოდში გრძელდებოდა. შენობა 1930 წელს გაიხსნა.

პერგამონის მუზეუმი დაზიანდა ბერლინზე საჰაერო თავდასხმის დროს მეორე მსოფლიო ომის დროს. ექსპონატების დიდი ნაწილი გადანახულ იქნა, ხოლო უძრავი ობიექტები კი კედელში ჩაიტანეს, ყველა დანარჩენი ნიმუში 1945 წელს წითელი არმიის შემოსვლის დროს გაიტანეს იოსებ სტალინის გამარჯვების მუზეუმისთვის. გატანილი სიმდიდრის ნაწილი 1958 წელს დააბრუნეს აღმოსავლეთ გერმანიაში. კოლექციის ერთი ნაწილი დღესაც პუშკინის მუზეუმსა და ერმიტაჟში ინახება, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.კოლექციის საწყისებს ბრანდენბურგის კურფიურსტთან მივყავართ, რომელიც ანტიკურ საგნებს აგროვებდა; ამ კოლექციის პირველი ნიმუშები მან რომაელი არქოლოგისგან შეისყიდა 1698 წელს. მისი ნაწილი მოსახლეობისთვის მისაწვდომი გახდა 1830 წელს, როცა ძველი მუზეუმი გაიხსნა. კოლექცია მნიშვნელოვნად გაიზარდა ოლიმპიის, სამოსის, პერგამონის, მილეტუსის, პრიენის და დიდიმას გათხრების შედეგად.

ამ გათხრებით მოპოვებული კოლექცია პერგამონისა და ძველმა მუზეუმებმა გაიყვეს.

კოლექციაში შედის სკულპტურები არქაულიდან ელინისტურ პერიოდამდე და ასევე ბერძნული და რომაული ანტიკური ხელოვნების ნიმუშები: არქიტექტურა, სკულპტურები, ინცრუსტაციები, მოზაიკა, ბრინჯაო და სამკაულები.

მთავარი გამოფენებია პერგამონის საკურთხეველი (ძვ.წ. მე-2 საუკუნე), 113 მეტრი სიგრძის სკულპტურული ფრიზით, რომელზეც ღმერთთა და გიგანტთა ბრძოლაა გამოსახული, და მილეტის კარიბჭე რომის ანტიკური ხანიდან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარმანიის გაყოფის შედეგად კოლექციასაც იგივე ბედი ეწია. პერგამონის მუზეუმი ხელმეორედ გაიხსნა 1959 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, ხოლო ის რაც დასავლეთ ბერლნში დარჩა გამოფენილია შარლოტენბურგის სასახლეში 1995 წლიდან.ახლო აღმოსავლეთის მუზეუმში გამოფენილია გერმანელი არქეოლოგების მიერ ასურეთის, შუმერული და ბაბილონური კულტურის რეგიონებში ნაპოვნი ობიექტები. დამატებით აქვეა ისტორიული შენობები, რელიეფები და ნაკლებად მნიშვნელოვანი ექსპონატები და სამკაულები.
2000 წელს ჩატარებულ არქიტექტურულ კონკურში გაიმარჯვა ოსვალდ მატიას უნგერსმა, კიოლნიდან. მუზეუმის კომპლექსი მისეული გეგმის მიხედვით გადაკეთდება, რომლის მიხედვით დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს 1930 წლის შემდეგ ხელშეუხებელ შენობათა წყობასა და ფორმებში. ამჟამინდელი შესასვლელი შენობა შეცვლის ერენჰოფის შენობას, ხოლო შემაღლებული არქეოლოგიური პრომენადი კი ერთმანეთთან დააკავშირებს ყველა შენობას. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2005 წლისთვის და უნდა დასრულდეს 2010-ში.

გამოყენებული მასალა: www.wikipedia.ge

რუსეთ საქართველოს ომი










Wednesday, March 10, 2010

სააკაშვილის პორტრეტი


Mმისი პოლიტიკური მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო, იყო ასევე იუსტიციის მინისტრი, საკრებულოს თავმჯდომარე…დღეს კი ის საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც რევოლუციის გზით ჩაუდგა ქვეყანას სათავეში.
სააკაშვილი პირადად შეუძღვა ხალხს საქართველოს პარლამენტის შენობაში 22 ნოემბერს ახალაჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩასაშლელად, რასაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა, სააკაშვილი როგორც რევოლუციის ერთერთი ყველაზე პოპულარული ლიდერი, აღმოჩნდა ერთერთი რეალური კანდიდატი სადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში
იუსტიციის მინისტრობისას სააკაშვილი დაუპირისპირდა საქართველოს იმჟამინდელ ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრს ვანო ჩხარტიშვილს, ასევე ქალაქიის პოლიციის უფროს. სააკაშვილმა ისინი კორუფციაში დაადანაშაულა.
სხდომებსა და თათბირზე სააკაშვილი ხშირად ჩნდებოდა შევარდნაძის დროინდელი მინისტრების სახლების ფოტოებით, სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყოფილ მინისტრებს მოპარული ფული უკან დააბრუნებინა, მათი სახლები კი მოხუცთა და მიუსაფარ ბავშვთა სახლებს გადასცა მფლობელობაში.
ქობულეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას, იმჟამინდელ პრემიერმინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, ტელეკამერების წინ უთხრა” ზურა რას ჰგავს ეს კაცი, ეს აქ უნდა იყოს? შეხედე ამას ეს რისი გამკეთებელია?
ის, “თავის მარჯვენა” ხელს უწოდებდა ირაკლი ოქრუაშვილს,თუმცა დღეს კი ამბობს რომ: ”ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ირაკლი ოქრუაშვილი”,
მას ხშირად იხილავთ ქრისტიანთა ტაძარში, მუსლიმთა მეჩეთში. ებრაელთა სამლოცველოში, ქართველ ქრისტიანებს ქართულად ულოცავს ეკლესიურ დღესასწაულებს, ქართველ ებრაელებს ებრაულად, და ქართველ მუსლიმებს კი, აზერბარჯანულად, თურქულად.
როგორც საქართველში, ასევე საზღვარგარეთ უცხოელებთან შეხვედრებზე, საუბრობს იმ ენაზე რომელი .ქვეყნის წარმომადენელთანაც აქვს შეხვედრა.
სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ, ქუთაისის მოსახლეობათან შეხვედრის დროს თქვა :” მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ქუთაისელი.”, აჭარაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, მან ეს სიტყვები გაიმეორა მცირე შესწორებით:მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ აჭარელი.”
სააკაშვილი საკუთარ დაბადების დღეს ხშირად ოჯახის გარეთ ხალხთან ერთად ხვდება, 38-ე დაბადებისდღეს ის თემქაზე უპოვართა სასადილოში შეხვდა, შემდეგ კი დიღომში სპორტული კომპლექსი გახსნა..
ოპოზიცია სააკაშვლის, მუდამ საყვედურობს, ხშირად დაფრინავს საზღვარგარეთო, თვითონ კი ამბობს რომ, ეს არის ერთ ერთი საშუალება იმისა რომ,საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნოს..
პრეზიდენტი თავის საჯარო გამოსვლებში ხშირად იყენებს სიტყვებს: ნურას უკაცრავად,” “ვერ მოგართვით”, “ხელი არ წაუცდეთ,”.
Uუყვარს სხვების კრიტიკა, კრიტიკას არც საკუთარი წინამორბედისთვის იშურებს, და შევარდნაძეს ხსირად ახსენებს საკუთარ შეცდომებს..
ხშირად საუბრობს მიღწევებძე, რომელიც ქვეყანამ თავისი მმართველლოობის დროს მიაღწია..
საკუთარ შეცდომებზე საუბარს არ ერიდება და ამბობს რომ შეცდომას არ უშვებს ის ვინც საქმეს არ აკეთებს.

უსინათლო ადამიანები და ქართული საზოგადოება, ინტეგრაციის პრობლემები.


დღეისათვის საქართველოში, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, უსინათლო ადამიანების შესახებ.
თუმცა უსიანათლო ადამიანების პრობლემა, ყურადსაღები თემაა. საინტერესოა, რამდენადაა დაცული მათი უფლებები კანონით და აღსრულების თვალსაზრისით? ,აქვთ თუ არა შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია არჩევნებზე, რამდენადაა პირობები შექმნილი, მათი დასაქმებისათვის, არსებობს თუარა მათთვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების პროგრამები, და საერთოდ რა პრობლემებია, საზოგადოებასთან ინტეგრაციისას.
საქართველოში არსებობს უსინათლო ადამიანთა საზოგადოება, სადაც უსინათლოები, არიან გაწევრიანებული. უსინათლოთა საზოგადოებას რამდენიმე ქალაქში ჰყავს წარმომადგენლობა., მათ შორის ბათუმში.
ბათუმის წარმომადგენლობაში 350 დამიანია გაწევრიანებული., მათ შორის 16 ბავშვია.
ამ ორგანიზაციას უსინათლოთა მხოლოდ ნაწილი აკითხავს.
უსინათლოთა კლუბის წარმომადგენელი, რეზო მიქელაძე, 23 წლის წინ აფეთქმდა ნაღმზე და მხედველობა დაკარგა, შემდეგ კი როგორც თვითონ აცხადებს, მისი ცხოვრება რადილაურად შეიცვალა.
“ აქ არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ დრო გამყავს, დრო კი ძალიან ბევრი მაქვს, მუშაობის ან გართობის საშუალება აქ არ არის, უბრალოდ ვზივართ და ჩვენს განცდებზე, ისტორიებზე ვსაუბრობთ ნახევარ ქალაქს გავდივარ იმისათვის რომ ჩემისთანებს შევხდე, აბა სხვა ადამიანები, ჩვენთან თითქმის არ მეგობრობენ.”
უსინათლოთა კლუბში ნიკა ტარიელაძეც მარტოობის დასაზლევად, “სხვებისგან” თავის დასაღწევად მოდის, ისიც სრულიად ბრმაა და ბავშვობიდან ვერ ხედავს, საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრებვა ძალიან გაუჭირდა, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს რომ, ყოველთვის ას ეარ იყო::” არ გეგონოთ კომუნისტებს მივტიროდე, მაგრამ ფაქტია, სამსახური დახმარებები გვქონდა, “ პუტიოვკებსაც” გვირიგებდნენ, თავს უმწეოდ არ ვგრძნობდით, დღეს კი საშინელ პირობებში გვიწევს ცხოვრება, არც დახმარება, არც სამუშაო, ეს კაცისათვის ძნელი ასატანია.2006წლიდან შეღავათები შუქზე, წყალზე და ნაგავზე მოგვიხსნეს.საკვებითაც გვეხმარებოდნენ ხოლმე, ახლა არც ეს არის, მოკლედ ჯამრთელებად გვაღიარეს

უსინათლოთა ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული, მათ შორისაა გელა მიკეიძე, რომელიც უსინათლოთა კლუბის მეწისქვილეა.
ერთი კილო ფქვილის დაფქვაში 15 თეთრს უხდიან, თუმცა გასამსჯელო ცოტა აქვს, რადგან მარცვალი, იშვიათად მოაქვთ დასაფქვევად..
“ ვინ ფქვავს ახლა პურს ან მჭადს? იშვიათად მოდიან, ისიც თუ გაუკეთე ვინმეს საქმე, სასაცილო დღეში ვვარდები, მანეთი, რომ მომცეს და მითხრას 10 მანეთიაო ჯიბეში უსიტყვოდ ჩავიდებ ფულს, ვერ ვცნობ, ვერც ჩემით დავდივარ, არც დახმარებები მაქვს , პენსია მხოლოდ შუქზე გვყოფნის, რა უნდა გითხრას ჩემნაირმა ადამიანმა.”
ღოგორც აქ აცხადებენ მათ არავითარი შეღავათებით არ სარგებლობენ, მათ არც საკვებით, არც სამგზავრო, კომუნალური და სამედიცინო დახმარებები არ აქვთ“
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელის, თათია გვარამაძის განცხადებით “არასწორია ინფორმაცია, თითოს უსინათლოებს არ აქვთ არანაირი დახმარება, სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს მათ, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, მათი ინტერესების გათვალისწინებას ბიუჯეტის შედგენისას., 2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია რომ, 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე მიიღებენ 22 ლარს, ასევე 22 ლარს მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოები., ასევე, თუკი ისინი არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახიდან ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია, დამატებით, სხვა დახმარებებიც.”
რაც შეეხება უსინათლო ადამიანებს, ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს, თბილისსში არსებობს სპეციალიზებული სკოლა-პანსეონი, რომელიც ერთადერთია საქართველოში..უფროსი ასაკის ადამიანებმა, კი რომლებმაც მხედველობა შედარებით უფროს წლებში დაკარგეს მა თარ შეუძლიათ ბრაილის შრიფტიტ კითხვა.
სკოლა -პანსეონში 50-მდე ბავშვი სწავლობს.იქ მათთვის ყველა პირობა შექმნილი განათლების მისაღებად.
ისინი ცხოვრობენ აქტიური ცხოვრების წესით, ვარჯიშობენ, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ.
სკოლაში ფუნქციონერებს ხალხური სიმღერების გუნდი, შექმნილია ფოლკლორული ანსამბლი.ც. აქვე, არის სპეციალური დარბაზი სადაც ტრენაჯორებია განთავსებული.. გოგონები საოჯახო საქმესაც ეუფლებიან,

პანსიონში სწავლება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ხორციელდება, სწავლება ბრაილის შრიფტიტ მიმდინარეობს.

სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელი ამბობს რომ:”თავიანთი დეფექტირ მიმართ, კარგი რეალური მიდგომა აქვთ, ბუნებრივად აღიქვამენ დაავადებას და ამაში არავის ადანაშაულებენ ნაკლში., ეს კი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პოზიტიური განწყობაა, კარგად იციან, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ რაღაც შეეზღუდათ.”
Pპანსიონის ხელმძღვანელი ასევე საზოგადოების მხრიდან უსინათლოების დისკრიმინაციაზე საუბრობს და ერთ ფაქტს იხსენებს:” პატარები ზოოპარკში სამარშუტო წავიყვანეთ, როდესაც ერთერთმა მგზავრმა გაიგო, ისინი უსიათლოები არიან, და მასწავლებე;ლს ზოოპარკში დასათვალიერებლად მიჰყავდა, მათ მიმართ დამოკიდებულება ასე გამოხატა:”ზოოპარკში ნეტა რა უნდა ნახონ, თუ ბრმები არიანო”, მეორე დღეს ბავშვებს ვკითხე, თუ რა არ მოეწონათ, ერთხმად აღიარეს, მარშუტკა, მას! ”
სკოლა პან-სეონის აღსაზრდელი, 14 წლის მაკო, ამბობს, რომ აქ ყოფნა ძალიან უყვარს.-“ დავდივარ აქ და ვსწავობ, ისევე როგორც ჩვეულებრივი ბავშვები და ვაკეთებ ყველაფერს, ყველაზე მეტად მიყვარს მეგობრებთან ყოფნა, თბილისის “ნორჩ პიანისტთა “ კონკურსში ორჯერ მივიღე მონაწილეობა და ორჯერვე დიპლომი ავიღე, მინდა, გამოვიდე მუსიკოსი და ინგლისური ენის სპეციალისტი, ვოცნებობ როიალზე და მესამე თაობის მობილურზე.”
Mმაკო უსინათლო ბავშვების მშობლებს მოუწოდებს რომ , მოიყვანონ შვილები ჩვენთან, რადგან აქ არის ყველანაირი საშუალება, რომ შეისწავლონ ბევრი რამ არ ჩაკეტონ სახლში,. Gამოიყვანონ გარეთ და მოახდინონ ინტეგრირება”, ამავე პანსეონის აღსაზრდელი გოდერძი, კი პატარებს ურჩევს :”აუცილებელია კითხვა, ასევე კომპიუტერის სწავლა, იკითხეთ ზღაპრები, რადგან ზღაპრის გმირების სახით, უფრო მეტი მეგობარი გეყოლებათ.”
Eეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ინკლუზიური განათლების მთავარი კონსულტანტის თათია პაჭკორიას თქმით : “საქართველოში არსებობს სპეციალიზებული სკოლა, ასევე მხედველობა დაქვეითებულ ბავშვები სწავლობენ ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში, ისინი გადიან როგორც სასკოლო პროგრამას, ასევე მათთვის შექმნილ რამდენიმე საგანსაც. Aამჯერად ტარდება ტრენინგები მასწავლებლებისათვის, თუ როგორ მოექცნენ ასეთ ბავშვებს,
განათლების სამინისტრო, 2011 წლიდან შესთავაზებს სპეციალურ გეგმას, თუ როგორ უნდა მოექცნენ, ბავშვებს, რომლებიც სწავლობენ არასპეციალიზებურ სკოლაში., ასევე განათლების სამინისტრომ გამოუშვა წიგნი ” ვისწავლოთ ერთად” სადაც აღწერილია თუ როგრ უნდა მოვექცეთ უსინათლო ბავშვებს.

Gამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, მაია გაბუნიას თქმით, “უსინათლო ბავშვები, ჩვეულებრივ, ბრაილის შრიფტიტ აბარებენ გამოცდებს, და რამდენიმე მათგანი ჩაირიცხა კიდეც.2009 წლისათვის, 2 სტუდენტი ჩაირიცხა: ნუცუბიძე ირაკლი და კაპანაძე მარიამი..”

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, ადრე უსიანათლო ადამიანები, ახლობლის დახმარებით აძლევდნენ ხმას, თუმცა, როგორც ცესკკოს წარმომადგენლის, მაია დაგნაძე ამბობს:: ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც, უსინათლოები ჩიოდნენ რომ ახლობლები, არ ასრულებდნენ მათ თხოვნას და სხვას აძლევსდნენ ხმას, ამიტომ ბიულეტენები დაიბეჭდება ბრაილის შრიფტიტ, ისინი ინდივიდუალურად, თავადვე მისცემენ ხმას.
რაც შეეხება კანონმდებლობას, ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო, პოლიტიკის მიზნისა და ამოცანების მისაღწევად, საჭიროა გარკვეულ ღონისძიებათა თანმარსებული დაგეგმვა და განხორციელება, ასრებული რესურსების ეფექტიანად გამოყენება. ამისათვის შეიძლება აგამოვყოთ შემდეგი პრიორიტეტები.
ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა, განათლება, დასაქმება, თვითრეალიზების სფერო.

ჩემი არხი “live stile” არის ფართო ხასიათის, ზოგად სამაუწყებლო არხი, რომელზეც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის გადაცემები, შემეცნებითი, გასართობი, საინფორმაციო.
თავის მხრივ, გადის სპორტული, მუსიკალური,, ფილმები,გადაცემები ხელოვნების მოყვარულთათვის და ასე შემდეგ.ჩვენ ვართ ობიექტური, მოვუტხრობტ ფაქტებს, მაყურებელს არ ვაწვდით ხელისუფლებისა ოპიზიციისათვის სასარგებლო დასკვნებს, მაყურებელი თავად აკეთებს ამას, ჩვენს მიერ მიწოდებული ფაქტებით.
ჩვენთვის მთავარია მაყურებლის მიზიდვა და შენარჩუნება, რადგან ეს არის კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული არხი, ამას კი მაყურებლისა და რეკლამის გარეშე ვერ მივაღწევთ.

pრომო რგოლები შეიძლება გვაუწყებდნენ, როგორც არხის, ,ასევე ჩვენი ბრენდის მოხმარების ინსტრუქციებსა თუ კონკრეტულ პროგრამაზე.
ჩემი არხის ფილოსოფია, როგორც უკვე ვთქვი ეს არის ზოგად სამაუწყებლო, მას სამი მთავარი ფუნქცია აქვს, შემეცნება, გართობა და საინფორმაციაო, ამიტომ, პრომოებშიც ამ სამ ელლემენტზე მექნება ყურადღება გამახვილებული.

საიმიჯო რგოლი, სადაც ჩვენ ვუხსნით ჩვენს მაყურებელს არცხის რაობასა და ფილოსოფიას შეეიძლება გაკეთდეს შემდეგ ნაირად:: გინდათ იყოთ, ინფორმირებულნი? გსურთ სამყაროს შემეცნება? გინდათ გაერთოთ? –ჩვენ თვენთვის ვარსებობთ.”
ამ პრომო რგოლში, მონაწილეობას მიიღებენ სამივე ტიპის გადაცემის წამტვანები, : საინფომაციო, გასართობი და შემეცნებითი,
შუაში, ცენტრში დადგებიან საინფორმაციოს წარმომადგენლები, ერთ მხარეს მიუდგებიან გასართობის, და მეორე მხარეს შემეცნებისთი გადაცემის წარმომადგენლები.”

ღაც შეეხება ინსტრუქციულ პრომო რგგოლებს- აქ ჩვენს მაყურებელს ვუა,ბობთ ჩვენი ბრენდის მოხმარების ინსტრუქციებზე.ასე ვთქვათ, უპირატესობებზე.
Aაქ, აბად ჩემი მთავარი ლოზირი არის თავად ტელევიზიის სახელი, “live stile- ცხოვრების სტილი” სწორედ ამაზე გაკეთდება აქცენტი,
“აირჩიე, ცხოვრების გამორჩეული სტილი” ყოველი საათის შუა და ბოლო წუტებში, იქნება პრომო რგოლები, საინფორმაციო ამბებთან დაკავშირებით, ე სკი მოხხდება ისე რომ არ დავკარგოთ, აიმ კონკრეტყლი საათის მატყრევბლები, რომლებიც ჩვენნ გვიყურებენ. ამისათვის, საინფორმაციოს პრომოებს დაეთმობა, არა ეკრანის მთელი სივრცე, არამედ, მარჯვენა( ქვემოთ)მხარეს პატარა ნაწილი,.სადაც ვაჩვენებთ იმ დღის საინფორმაციოს მთავარ კადრებს, უხმოდ.”
რაც შეეხება აწყობით პრომოებს, აქ მაყურებელს უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი გადაცემების პრომოები, ეს ისე რომ არ დავკარგოთ მაყურებელი, და ტანაც ისე რომ არ ვიყოთ, მსგავსი სხვა არხებისა

ბრენდის ლინზის ცენტრში ვათავსებთ ჩვენს მთავარ დაპირებას: “არხი, გამორჩეული ცხოვრების სტილისთვის, არხი თქვენთვის ”
ახლა ამ ბრენდის ლინზას უნდა შევუსაბამოთ ბრენდის ყველა კომუნიკაცია, კარგი იქნება თუ , რამდენიმე მაინც შეესაბამება ლინზას, მთავარ დაპირებას.
ჩემი ბრენდირომ ყოფილიყო ადამიანი, იქნებოდა ქალი, რომელიც არის ერთობ ორიგინალური,ცა და ექსტრავაგანტულიც, თამამიცა და თავშეკავენულიც{აქ ვგულლისხმობ: თამამი იმ მხრივ რომ ვუშვენებდი, თუუნდაც საზოგადიებისათვის მტკიცნეულ თემებს, მაგალითად, რელიგიურ უმცირესობებზე, ათეისთებზე და სხვა ჯგუფებზე Yემას, ასევე გეებზე, არატრადიციული ორიენტაციის ხალხზე, რაც შეეხება თავშეკავებულობას, აქ ვგულისხმობ, საინფორმაცოს, რომელიც მიაწოდებს ფაქტებს, და თავს შეიკავებს მაყურებელს მოხვიოს საკუთარი პოზიცია,ის არ აჩვენებს აკუთარ პოზიციას, ის გაძლევს შანს შენ თავად აკეთო დასკვნები საშიშიც. Dრაც მთავარია იქნებოდა საქმიანი ქალი, რომელსაც ჩავაცვამდი, ზალიან მაღალ ყელიან ჩექმას მუხლს ზემოთ, მოლე კაბას, და კლასიკურ ბლუზს ან პიჯაკს.
თმებს არც მოკლედ და არც ძალიან გრძლად სევწრიდი, რაღაც თუნდაც თავის ერთ მხარეს ექნებოდა გრზელი თმა , მეორეზე მოკლე, და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: მუდმივად ექნებოდა სათვალე, რომელიც სამი მთავარი ფეისგან იქნებოდა შემდგარი, ლურჯი, როგორც ინფორ,ირებულობისა და სიდინჯის, თავდაჯერებულობის, ვარდისფერი, გართობისა და ცოტა “ჭორების მოყვარულის” და წითელი როგორც განათლებულობის, შემცნების.წითელი ფერი ხომ გამაფრთხილებელია( ის გაფრთხილებს რომ ხარ განათლებული და ვერ მოატყუებ..ასე რომ თუკი სატვალეში ეს სამი ფერი იქნება, ამ სამივე ფუნქცაიას,( ინფორმირებულობა, შემეცნება და გართობა) გაუსვამს ხაზს.
,.ეხლა კი ავხსნი მისი ჩაცმისა და ღწერილობისათვის გამოყენებულ თითოეულ დეტალს: მარალყელიანი სექმა მის გამორჩეულობას, ეექსტრავაგანტულობასა და ორიგინალურობას უსვამს ხაზს ასევე მის გემოვნებას, მოკლე კაბაც იმავე მიზეზებით,, აქვე ხაზს გაუსვამს მის მოურიდებულობას.
Kლასიკური პიზაკი, ბლუზი კი მის თავშეკავებულობას.
ღაც შეეხება თმის ვარცხნილობას ის ერთერთი ყველაზე ნიშვნელოცანი შტრიხია, ანუ თმის ორ ტოლ აწილად დაყოფით ხაზი გავუსვი იმას რომ ის არის გაწონასწორებული, რაც შეეხება სათვალეს, აქ სათმის ფუნქიებს შეგვახსენებს.

გავიხსენოთ სიტყვა “ნისა”-ს ზუსტი მნიშნელობა არის შეღრმავება.ეს შეიძლება ავხსნათ შემდეგნაირად, რომ შენ ამ კონკრეტულ რაღაცაში ხარ გამორჩეული ლიდერი.არსებოსბ სამი ახის ნისა, პროგრამული, დემოგრაფიული და ფსიქოგრაფიული
თუკი შენ გიჭირავს , რომელიმე ნიშა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ შენ გაქვს, საკუთარი ადილი, სენი მაყურებლის ტვინში.

თუ შენ ხარ ძლიერი, რომელიმე ერთი ტიპის პროგრამაში, მაშინ სენ გიჭირავს პროგრამული ნიშა,,
თუ შენ რომელიმე კატეგორიაზე გაქვს გათვილი შენი გადაცემები, მაგალითად ქალებზე, ბავშვებზე,, ახალგაზრდებზე, მოხუცებზრ და ასე შემდეგ, ნასუნ გიჭირავს დემოგრაფიული ნიშა, ხოლო თუკი შენი არხი ასე ვთვათ მაყურებლის ფსიქოლოგიაზე, ემოციებზე განცხდებზე, ამახვილებს ყურადღებასს, მაშინ საქმე ფსიქოგრაფიულ ნიშას ეხება, ამ, შემთხვევაში, ლივე სტყლე , ვფიქრობ სწორედ ფსიქოგრაფიულ ნიშას იკავებს, რადგან ჩვენ ყურადღებას ვამახვილებს, რომ ჩვენი მაყურებლები არიან გამორჩეული ცხოვრების სტილის მიმდევრები.
ღოგორც უკვე ავხენით, ის პასუხობს ბრენდის ფილოსოფიას და მხოლოდ ამ არხს მიესადაგება, ძალიან ინდივიდუალურია.
Iნოვაციურია, რადგან მაყურებელს თავად არხსის სახელიც კი თავისი თავის უკეთ შეცნობაში,აღმოჩენაში, თვითდამკვიდრებასა და თავდაჯერებულობაში ეხმარება.
ღეაქცია, რომელსაც მაყურებლისგან ველით არის მხოლოდ და მხოლოდ დადებითი, და იმით რომ მუდმივად ჩვენს არხს უყურებენ და არ გადართავენ, უფრო დიდი წარმატებისა და ამბიციურობისაკენ უნდა გვიბიზონ, რომ უფრო გამორჩეული ცხოვრების სტილის შექმნაში, ჩვენც შევიტანოტ ჩვენი წვლილი.
ვფიქრობ, ნამდვილად ასრულებს ჩვენს მთავარ დაპირებას, რომ ჩვენ გამორჩეული ცხოვრების სტილს ვთავაზობთ.აქცენტი ხომ მუდმივად ამაზე კეთდება, ე სარის ჩვენი მუშაობის ამოსავალი წერტილი, დასაყდენი.
ღადგან ჩვენ ამოციური, ფსიქოგრაფიულლი ნიშა დავიჭირეთ, ალბად ჩვენი მაყურებელი უკვე კარგად გვიგებს, ვმოქმედებთ” ვმართავთ” მათ ემოციებს, ამიტომ რეაქციაც ადეკვატური ექნებათ.
Uნდა გავითვალისწინოთ რომ პრომოუშენზე მუსაობისას თავისუფალი გარემოა საწირო, ვემზადებიტ ჯგუფი , ვსხდებით არაუმეთეს 90 წუთისა,.ანუ როცა დავიწყებტ მუსაობას თიტოეულ ჩვენგანს (ჯგუფის წევრებს)ნანახი უნდა გვქონდეს რა პროგრამაზე ვმუსჰაობთ, ანუ რას ვუკეთებთ, პრომო რგოლებს.აქ ჩავრთავდი უცხო ადამიიანეებსაც, რომლთაგანაც წამოვა სიახლეები, ახალი იდეებიც. შეიძლება უბრალოდ სურათმა , გაზეთმა, ქუჩაში ხეტიალმა წარმოქმნას პრომისათვის სესანისნავი მასალა.
მაგალითად მე ვაკეთებ გადაცემას, რომლის სახელიცაა “პოლიტიკოსი”
რა ტქმაუნდა, ამ გადაცემის სტუმრები, სწორედ რომ პოილტიკოსები არიან, ერთ გადაცემაში, ერთი პოლიტიკოსი, ეს იქნება დაახლოეით 45 – 55 წუთიანი გადაცემა, .პირველ ნაწილში იქნება სტუმართან დიალოგი პოლიტიკურ საკითხებზე, მეორეწ ნაწილში კი ნაჩვენები იქნება ამ სტუმრის პორტრეტი( ვგულისხმობ, სიუჯეთს, რომელშიც თვმოყრილი იქნება სხვადასხვა დეტალები, ამბები, ისტორიები და ბიოგრაფია, მოლედ, ყველაფერი მნიშვნელოვანი ამ ადამიანის ცხოვრებიდან.ასევე მაყურებელიც დასვამს შეკითხვებს გადაცემსი, ტელეზარების მეშვეობით.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრომო რგოლის ერთერი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მაყურებლისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება თუ სად ნახოს ეს გადაცემა, რომელ არხზე, რა დროს, და რა დღეს, ზოგადად პრომორგოლის კეთებისას მნიშვნელოვანია პრომო თუ რით დაიმახსოვრებს მომხმარებელი, მაყურებელი თქვენს გადაცემას, დასახელებით, სიუჟეტით თუ შემსრულებლებით. Aმიტომ, ასე ვთქვათ თითოეულ მათგანს წილი პასუხისმგებლობა აქვს, პრომოს, თავის მხრივ კი გადაცემის წარმატებაში.
მაყურებელს უნდა ავუხნა თუ რატომ უყუროს ამ გადაცემას, შეიძლება ეს ახალი პრომო, ზველი რაღაცისგან გამომდინარეობდეს, ფილმის სახელტან ქონდეს კავშირი, შეიძლება იმდენად დიდი ემოცია ჩავდოთ , ისეთი სიუჟეტი რომ, მა თარ დაავიწყდეთ რომ ამ გადაცემას უნდა უყურონ.შეიძლება რაღაცკარგად ნაცნობი საგნის უშვეულო ელემენტები, ნიუანსები წამოვწიოთ წინ და ასე ემდეგ.
“პოლიტიკოსი”-ს პრომოს ყოველ 7 დღეში(ერთ კვირასი) ექნება ორი ახალი პრომო, რადგან ის კვირაში 2ჯერ გავა ეთერში და ვეცდები ყველაზე დაპირისპირებული 2 პოლიტიკოსი მოვიწვიო ერთ კვირას მაგალითად თუკი ჩემი გადაცემა გავა სამშაბათსა და პარასკევს.ვთქვათ პირველ გადაცემაში მოვიყვან მიხეილ სააკაშვილსა და შალვა ნათელაშვილს, ასე ვთთქვათ ისინი ყველაზე დაპირისპირებული “შეუფერებელი” პოლიტიკოსებია არიან.არანაირი საერთო ინტერესი, გარდა იმისა რომ ორივეს უნდა პრეზიდენტობა

სააკაშვილისა და შალვას პორტრეტს ვაჩვენედი ერთ კადრში, ეს იქნებოდა მაყურებლისათვის ერთგვარი მოულოდნელობა, ემოციური ხასიათი ექნებოდა ამყველაფერს და ჩემი მაყურებელი დაიმახსოვრებს რომ უნდა უყუროს ამ არხს.
Kკიდევ, ყურადღებას გავამახვილებდი ამ ორი ადამიანის აქამდე უცნობ თვისებებზე საქციელზე და ასე შემდეგ.
Aან თუნდაც ვიტყოდი ასე ვთვათ ერთგვარ ირონიულ ფრაზას, : მტრები ერთმანეთის გვერდიგვერდ, რას ფიქრობენ და რას ეტყვიან ისინი ერთმანეტს. Vფიქრობ ჩემს მიერ დასახული ამოცანის რეალიზება აბსოლუტურად შესაძლებელია.

ჩემი პირველი ინტერვიუ


დავით აფრასიძე: ჩვენთან ჟურნალისტიკა ისწავლება როგორც პროფესია, ხოლო პროფესიული უნარებისთვის 2 წელი საკმარისია.



ჟურნალისტიკის სწავლებაქართულ უნივერსიტეტებში- ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტეის დეკანს დავით აფრასიძეს.

ის ჯურნალისტიკის სწავლების მოდერნიზაციის მომხრეა და უპირატესობას სწავლების 2წლიანპროგრამას ანიჭებს,



რამდენად იცნობთ საქართველოს უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის სწავლების პროგრამებს, მათ ძირითად აქცენტებს?

მეტნაკლებად.

რომელი უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის, როგორც ინტერდისციპლინარული დარგის, რომელ ასპექტს ანიჭებს უპირატესობას?

როგორც მახსოვს, არსებულ პროგრამებს შორის კონცეპტუალური სხვაობები არაა.

პირადად თქვენ რომელი ასპექტი მიგაჩნიათ წამყვანად?

მე ჟურნალისტიკას სოციალური მეცნიერებებს მივაკუთვნებ. ნორმატიული ჟურნალისტიკა მაფიქრებს კიდეც.

რატომ არის უარყოფილი ჟურნალისტიკის სწავლება ბაკალავრიატის დონეზე? ამით მის მეცნიერულ ბუნებას უარვყოფთ?

ამაზე ორი პასუხია:
კონცეპტუალური: ჟურნალისტიკა მეცნიერება არაა. მეცნიერებად (ოღონდ არა საიენსის მნიშვნელობით) შეიძლება განვიხილოთ media studies, communication studies, ესეც, როგორც ინტერდისციპლინური სოციალური მეცნიერების დარგები. შესაბამისი პროგრამები მოიცავს ბევრ სოციოლოგიას, პოლიტოლოგიას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, მაგრამ არა ფილოლოგიას, ისტორიას და ა.შ. სხვა სიტყვებით, იგივე გთავაზობთ ჩვენც. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი მედიამკვლევარია, ის სოციალური მეცნიერების კუთხით შეიძლება განვითარდეს. მოქმედი ჟურნალისტობისთვის ეს პროგრამა აუცილებელი არაა. ფაქტობრივი: ჩვენთან ჟურნალისტიკა ისწავლება როგორც პროფესია, ხოლო პროფესიული უნარებისთვის 2 წელი საკმარისია. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი მოქმედი ჟურნალისტია.

სწავლების 2წლიანი პროგრამა ხომ არ გამოიწვევს პროფესიონალების მოუმზადებლობას ან მათ ნკალებობას?

გადახედეთ ქართულ მედიასივრცეს? არის იქ პროფესიონალების სიუხვე? რას მივაწეროთ ეს, კარგ პროგრამებს? ასევე, მომავალზე მიზეზშედეგობრივი მსჯელობა (რას გამოიწვევს, რას არა) შეუძლებელია. ეს მხოლოდ სპეკულაციაა. დაველოდოთ დროს.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ კონკრეტულად ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

ჩვენი ფაკულტეტი ამ ეტაპზე არ არის მზად საბაკალავრო პროგრამებისთვის (media studies, communication studies). ”ჟურნალისტიკის” მსურველებს ვთავაზობთ მაგისტრატურას. მაგისტრატურა ნიშნავს ”დააშენო” სოციალური ან სხვა მეცნიერების მიმართულებით უკვე არსებულ ზოგად ცოდნას ჟურნალისტური პროფესიული ცონდა. ამ გზით მივიღებთ კარგ პროფესიონალებს, აქტიურ ჟურნალისტებს.

რა განსხვავებაა ჟურნალისტიკის მეიჯორ და მაინორ პროგრამებს შორის?

მხოლოდ საათებშია განსხვავება. კონვეპტუალურად ორივე ჟურნალისტის ხელობას იძლევა, ერთი უფრო მეტ დროს ანდომებს, მეორე - უფრო ნაკლებს.

რა განსხვავებაა საგნების რაოდენობის მხრივ მაინორ და მეიჯორ პროგრამებს შორის?

რადგან მეიჯორ პროგრამა გძელდება უფრო მეტ ხანს ვიდრე მაინორ პროგრამა, ცხადია პირველი უფრო მეტს საგანს შეიცავს ვიდრე მეორე, ანუ

მაიჯორ და მეინორ პროგრამა თავსებადი ვერ იქნება რაოდენობრივად, ასევე თუ თქვენ ნახავთ პროგრამებს შორის არის ხარისხობრივი სხვაობაც, ანუ სტუდენტებს მიეწოდებად სხვადასხვა საგნები .

აქვთ თუ არა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება, აირჩიონ ჟურნალისტიკა, როგორც ძირითად, ასევე მეორად სპეციალობად?

ეს პროგრამები მილევად რეჟიმშია. სტუდენტს აქვს იმის არჩევის საშუალება, რა ვალდებულებაც უნივერსიტეტმა აიღო.

აქვთ თუ არა სტუდენტებს შესაძლებლობა, სწავლების პერიოდში თეორიულთან ერთად გაიარონ სწავლების პრაქტიკული კურსი?

ეს საკითხი შესაბამისი მიმართულების პროფესორმა უნდა გადაწყვიტოს. აქცენტი სწორედ პრაქტიკულ კურსებზე გაკეთდება.

როგორი იქნება პრაქტიკის მოდული: მოქმედ ორგანიზაციებში მიმაგრება თუ სასწავლო ლაბორატორიებისადა სახელოსნოების ორგანიზება?

ეს საკითხიც შესაბამისი მიმართულების პროფესორმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემთვის. ორივე ფორმა მისაღებია. უფრო ეფექტიანია უკვე მოქმედ ორგანიზაციებში განაწილება, მაგრამ, უნივერსიტეტი გეგმავს საკუთარი ინტერნეტმაუწყებლობის დაწყებას.

შეუძლიათ თუ არა ბაკალავრიატის სტუდენტებს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

ბაკალავრიატისთვის ის ხელმისაწვდომი იქნება იმდენად რამდენადაც, რესურსების საჭიროება მოითხოვს. ჩემი აზრით, იმ რაოდენობის სტუდენტებისათვის, რაც გვყავს ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, ესეც კონცეპტზეა დამოკიდებული.

რა მდგომარეობაა სპეციალისტების მხრივ, რას ანიჭებთ უპირატესობას: მოიწვიოთ პრაქტიკოსი ჟურნალისტები, თუ ჟურნალისტები, რომლებიც იკვლევენ და სწავლობენ ჟურნალისტიკის თეორიას?

ეს საკითხიც შესაბამისი მიმართულების პროფესორმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემი აზრით კი, სწორედ ესაა პრობელმა. ჩვენ გვყავს პრაქტიკოსები და არა თეორეტიკოსები. ამიტომაც ამოქმედდება მაგისტრატურა, სადაც პრაქტიკოსებს მოვიწვევთ. ამასთან, ბოლო დროს შეიმჩნევა თეორიული საკითებით დაინტერესებაც და ამის კვალად ცვლილებებიც არაა გამორიცხული.

სთავაზობს თუ არა სტუდენტებს თქვენი ფაკულეტეტი ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამებს?

წელს დაიწყება პროგრამა და მივიღებთ პირველ ნაკადს.



რა იქნება ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ექსკლუზივი?



პროგრამა დამუშავების პროცესშია და მე არ ვიცნობ დეტალებს

რეპორტაჟი სამშობიარო ბლოკიდან



რეპორტაჟი სამშობიარო ბლოკიდან
დილის 8 საათზე, ბათუმის სამშობიარო სახლში, ტელეფონის ხმა ისმის, ყურმილს მიმღებში მჯდომი ადმინისტრატორი მაია პასუხობს, აცნობეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას მშობიარე ქალი მოჰყავს. მაია მეორე სართულზე ავიდა, რომ ვინმე ეპოვა , რამოდენიმე ოთახში შეიხედა, არავინ იყო, გზა განაგრძო, დერეფნის ბოლოს პატარა ოთახის კარი გამოაღო, მორიგე ექთანი იქ დახვდა, საწოლის ერთ კუთხეში იჯდა, კედელზე მიყდნობილს ეძინა.ქალი ფრთხილად გააღვიძა, და ამცნო რომ სასწრაფოს მშობიარე მოყჰავდა.ექთანი ფეხზე წამოდგა, მეორე ოთახში გავიდა, გორგოლაჭებიანი სავარძელი გამოიტანა, და სწრაფი მოძრაობით პირველი სართულისკენ გაემართა.სავარძელი საავადმყოფოს შესასვლელ კართან გააჩერა, თვითონაც იქვე, კართან ახლოს სკამზე მოკალათდა, ნამძინარევი თვალებით საავადმყოფოს ეზოს მიაშტერდა, მორიგე ექიმმა, სანიტარს ბლოკის მომზადება დაავალა,
სანიტარმა ხელებზე რეზინის თეთრი ხელთათმანი გაიკეთა და საოპერაციო ბლოკში შევიდა.ხელში საოპერაციო ხელსაწყოებით სავსე, რკინის თეთრი ჭურჭელი ეჭირა, ჭურჭელი მაგიდაზე დადო, შემდეგ კი ხელსაწყოების ამოღებას შეუდგა, საოპერაციო მაგიდაზე, ერთ კუთხეში თანმიმდევრობით დაალაგა: ლიკუჩილი, სარკე, სკალპელი, კოვზი, პიანი, მაშა, მოსაჭერი ნემსი, ნაჭრის სტერილური მასალა, და კიდევ რამდენიმე ხელსაწყო..იქვე პატარა მაგიდაზე სამი სხვადასხვა ფერის ქუდი შვიდი ქუდი და ამავე რაოდენობის პირბადე დაალაგა, რამდენიმე წუთში საოპერაციო ბრიგადაც შეიკრიბა: ანესთეზიოლოგი თავისი ექთნით, ქირურგი, ქირურგის ასისტენტი, საოპერაციო მედდა, პედიატრი და ბებიაქალი. ექთანმა ჯერ თითოეულს რეზინის ხელთათმანი გაუკეთა, სემდეგ ქუდები და პირბადე გადაანაწილა: თითო ლურჯი ფერის ქუდი და ამავე ფერის პირბადე ანესთეზიოლოგს და მის ექთანს მიაწოდა, თეთრი ფერის ქირურგსა და მის თანმხლებ ასისტენტს, ხოლო მწვანე კი საოპერაციო მედდასა და ბებიაქალს.

შემდეგ ხალათის ჩაცმაში დაეხმარა, ხალათის უკანა შესაკრავები შეუკრა, იატაკიდან ცელოფნის პარკის ნარჩენები აიგო და ოთახიდან გავიდა.ბლოკში მხოლოდ საოპერაციო ბრიგადა დარჩა, ექიმები მოსალოდნელ ოპერაციაზე საუბრობდნენ, შემდეგ კი პოკერ კლუბ-ზე საუბრით გააგძელეს დიალოგი.
სამშობიარო სახლის ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა გაჩერდა, თანმხლები ექიმი და ექთანი მანქანიდან სწრაფად გადმოვიდნენ, უკანა კარები გახსნეს, მშობიარე გადმოიყვანეს,
და გორგოლაჭებიან სავარძელში ჩასვეს, რომელიც ექთანმა საავადმყოფოს შესაშვლელ კიბესთან დაახვედრა. პაციენტი პირდაპირ საოპერაციო ბლოკისკენ წაიყვანეს, ქალი, ბლოკში შესვლამდე ხმამაღლა გაჰკიოდა,იქ შესვლის შემდგე კი ხმა აღარ ამოუღია,დაწყნარდა ხმის ამოღება აღარ შეეძლო, ექიმმა წნევა რამდენჯერმე გაუზომა, გულის ცემა მომატებული ჰქონდა, სუნთქვა გახშირებული, წნევა მომატებული.
ექიმი ავადმყოფის ისტორიას კითხილობდა და თან 033 ის ექიმს ელაპარაკებოდა, რომელმაც პაციენტი მოიყვანა. ქალს სახლში სისხლი დაუღვრია, სითხეც, - უტხრა 033 ის ექიმმა,
-დროზე მიუსწარით -უთხრა მთავარმა ექიმმა თემურმ,სასწრაფო დახმარების ექიმი ბლოკიდან გავიდა, თემურმა პაციენთის ისტორიის კითხვა განაგრძო.
”ბავშვი მჯდომიარე ფორმაშია”-უთხრა კოლეგებს, ბუნებრივი მშობიარობისას შეიძლება პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობა გართულდეს,სჯობს საკეისრო გაკეთდეს, საუბრობენ ერთმანეთში.
როგორც პაციენტის ისტორიიდან გაირკვა, ქალს მხედველობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, 3წლის ასაკში სიელმის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ექიმთა დასკვნით, , მისთვის ბუნებრივი მშობიარობა არ შეიძლება,ჭინთვებმა შესაძლოა გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა, თვალის ბადურის ჩაშლა გამოიწვიოს, ამიტომ მედიკოსებმა მოითათბირეს პაციენტს ნარკოზის მეშვეობით ამშობიარებენ.
ანესთეზიოლოგმა ნარკოზის დოზა მისცა,ნემსი გაუკეთა, რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ წნევა კიდევ ერთხელ გაუსინჯეს, მაჯისცემა შეუმოწმეს, უკვე ყველაფერი რიგზე იყო, ქალს ეძინა.
08:50 წუთზე ოპერაცია დაიწყეს, ჯერ სითხე დაასხეს, ქირურგმა სკალპერით გაჭრა კანი, ჭრილობას თანდათან აღრმავებდა, ექთანმა დამჭერი ლიკუჩი მიაწოდა, პაციენტს შეხორცებები ჰქონდა, ექიმმა ანიშნა კოვზი მიეწოდებინათ, ქირურგის ასისტენტს ხელსი ნაჭრის სტერილური მასალა ეჭირა, რომლითაც კუნთებძე სისხლს წმენდდა,ოპერაციის მნიმდინარეობისას ექთანი იკ9დევ ორჯერ უზომავს წნევას, გართულება არ არისო ანიშნა ხელით, ქირურგი ჭრილობას ლიკუჩით ამაგრებს, ბავშვი გამოჩნდა თუმცა ჯერ მხოლოდ ფეხები ჩანდა, ქირურგის ასისტენტმა კიდევ ერთხელ მოწმინდა სისხლი და ბავშვიც ამოიყვანეს.სისხლში იყო გასვრილი, ახე არ უჩანდა, ბიჭი დაიბადა.პედაიტრმა წინასწარ მომზადებულ ნაჭრებში შეაახვია, რომელიც მედდას ეჭირა ხელში.
ექიმმა ჭრილობა დაამუშავა და ნაკერის დადაება დაიწყო.
პედიატრმა პატარა შესამოწმებლად წაიყვანა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა.
ჯერ ოპერაცია დამთავრებული არ იყო, როდესაც ექთანი პაციენტის ოჯახის წევრებთან გაუშვეს ამბის მისატანად.
საავადმყოფოს დერეფანში ბევრი ხალხი იყო, ხატიას ოჯახის წევრები, ოთხკუთხა ფორმის მაგიდასთან ისხდნენ, პატარას სახელთან დაკავშირებით ბჭობდნენ, არ იცოდნენ გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი ,ამიტომ სახელის ორი ვერსია იყო, თუ გოგო დაიბადება ”ელენე” დავარვათ, თუ ბიწი დაიბაება - გიორგი ამბობდა ბებია, პირველი შვილიშვილისათვის სახელის დარქმევა მისთვის მიუნდიათ.
დიალოგში მხოლოდ ახალბედა მამა არ ერთვებოდა, რომელიც დრო და დრო ღიმილიანი, სახით შეიხედავდა მათკენ, თუმცა არ ჯდებოდა, და ხან ნელი, ხანაც კიდევ ჩქარი ნაბიჯებით აივლიდა დერეფნის ბოლოში მყოფ კიბეზე, ხელში თან სანთებელას ათამაშებდა.
ბლოკიდან გამოსულს ექთანს პირველი სწორედ ის შეხვდა, ექთანმა მამობა მიულოცა და ბიჭის დაბადება ახარა, გახარებულმა ეხლა მეურლის ჯამრთელობის მდგომარეობა იკითხა, ხომ კარგადააო?!ექთანმა თანხმობის ნიშნათ თავი დაუკრა და ბლოკისკენ გაემართა.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ბლოკიდან ყველაზე ადრე ქირურგი გავიდა, შემდეგ სხვებიც მიჰყვნენ.
პაციენტი ბლოკიდან გორგოლაჭებიანი საწოლით საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში გაიყვანეს.
ექიმმა ექთანს რამდენჯერმე გაუმეორა თვალი კარგად ადევნეო.
სამშობიარ ბლოკში უკვე აღარავინ იყო, გარდა სანიტარისა, რომელიც ოთახს აწესრიგრბდა:იატაკიდან სისხლიან ხელთათმანებს, ქალათებსა და ქუდებს იღებდა.სანიტარმა სამშობიარო მაგიდა კარგად გაასუფთავა, და მარჯვნივ, კუთხეში მიდგა.ხელსაწყოები ისე თეტრ ჭურჭელში ჩააწწო და დასარეცხად წყალს მიუდგა.რამდენჯერმე კარგად აგაავლო, და დასასტერილებლად გაამზადა. პედიატრმა ბავშვი გასინჯა და ბავშვთა ოთახში გადაიყვანა,სრულიად ჯამრთელი იყო.სანიტარი ბლოკში კიდევ ერთხელ შევიდა ,იატაკი მოწმინდა და ბლოკის კარები, პატარა ოქროსფერი გასაღებით გადაკეტა.

Tuesday, March 9, 2010

ცდილობს პრობლემებს თვითონ შეეჭიდოს, მიუხედავად იმისა გამოუვა თუ არა, როგორც თვითონ ამბობს, თუ არ გამოუვა, დარწმუნებული იქნება, რომ მან ყველაფერი გააკეთა , მიზნის მისაღწევად.
სამსახურის დასაწყებად არ ნათესავებისა და გავლენიანი ახლობლების შეწუხებას მორიდებია, და დღეს ის ერთ ერთ გაზეთში მუშაობს ჯურნალისტად.
საკუთარ გარეგნობას მუდმივად აქცევს ყურადღებას და ამბობს რომ, ეს წარმატების მიღწევის ერთ ერთი შემადგენელი ელემენტია.
ადვილად შედის ადამიანებთან კონტაქტში, თუმცა ამ ურთიერთობას ბოლომდე არასოდეს ან ვერასოდეს აგრძელებს, თვითონვე აღიარებს რომ ეს მისი ბრალია. რადგან ენის მიტანით, ბევრჯერ გადაჰკიდა მეგობრები ერთმანეთს, ბევრი შეყვარებულსაც თვითონ კი ყოველდღე იცვლის შეყვარებულებს, და არც მათ მოტყუებას ერიდება, თუმცა ამბობს რომ მხოლოდ ერთი ადამიანი უყვარს, დანარჩენებს კი უბრალოდ ატყუებს რადგან საიმოვნებნს როცა სხვებს ნერვებს უშლის.

ნარკომანია საქართველოში





ნარკომანია საქართველოში


ბოლოს დროს, ნარკომანია აქტუალური პრობლემა გახდა საქართველოში.
იზრდება წამალდამოკიდებუი ადამიანთა რიცხვი..
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 180 ათასი ნარკომანია, აშშ-ის "ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს" ინფორმაციით კი 240-დან 350 ათასამდე, ხოლო მომხმარებელია, მაშინ, როცა 2003 წელს 150.000 იყო..
რაც შეეხება თავად დაავადებას, ნარკომანია თანამედროვე საერთაშორისო ტერმინოლოგიით არის დაავადება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მიზნით მოხმარების შემდეგ ვითარდება.
ნარკოტიკულ საშუალებებზე ადამიანს უჩნდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულება.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გულისხმობს რომ ადამიანი კარგავს არჩევანის უნარს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ მოხმარების თაობაze, ხოლო ფიზიკური დამოკიდებულევბა გულისხმობს ადამიანის ყველა სასიცოცხლო ორგანოს ჩათრევას დაავადებაში, რაც ვლინდება ე.წ.”ლომკის” სახით.
სასჯელაღსრულების ქალთა და მოზარდთა მეხუთე დაწესებულებაში არსებული თერაპიული განყოფილება ”ატლანტისის” და ფერისცვალების მამათა მონასტერში
არსებული ნარკოლოგიური ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრ ”თაბორის ფსიქოთერაპევთი ქალბატონი მანანა სოლოღაშვილი ნარკოტიკულ საშუალებებს განსაზღვრავს როგორც :ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სპეციფიკურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე.ნარკომანია ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო გამოყენებით გამოწვეული დაავადებაა.ეს არის ავადმყოფური ლტოლვა იმ ნივთიერებების მიმართ, რომელთა მუდმივი მიღებით, ითრგუნება ცენტრალური ნერვული სისტემა,ლტოლვა ჩვევაში გადაიზრდება, და ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა,მისივე თქმით ” ნარკოტიკებს იღებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებათა გამო, რომლებიც მათი მიღებისთანავე აღმოცენდება, ეს ეფექტი ე.წ.კაიფი ხანმოკლეა, შემდეგ იწყება გამოსვლის ფაზა, რომელსაც თან სდევს:
გულისცემისა და სუნთქვის გახშირება ან შენელება, ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუხვევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონაწორობის დარღვევა.”

ადრე ნარკომომხმარებლები უმეტესწილად მამაკაცები იყვნენ, თუმცა, დღეს კიდევ ერთ საშიში ტენდენცია იკვეთება,გაიზარდა ქალი ნაკომანების რიცხვი,
ფსიქლოგი სოფიო ვერულაშვილის თქმით ქალი ნარკომანი უფრო საშიშია, უფრო ადვილად ხდება წამალზე დამოკიდებული, თავისგანებება კი გაცილებით რთულია მათთვის.რაშიც, ქალის ორგანიზმია ”დამნაშავე”
”ორგამიზმის თავისებურობებიდან გამომდინარე, მათ დოზის გადაჭარბების გაცილებით მაღალი რისკი აქვთ, ლომკის გადატანა კი უმრავლესობას არ შეუძლია.”
ადამიანის მიერ ნარკოტიკის მოხმარება სხვადასხვა მიზეზით შეიძლბა იყოს გამოწვეული, ეს იქნება სოიალური, ეკონომიკური, თუ სხვა სახის პრობლემებით.
ყოფილი ნარკომანი ია ( სახელი პირობითია) ამბობს რომ წამალს გემო მეგობრების დაჟინებული თოვნის შემდეგ გაუსინჯა, ” ჩემი მეგობრები ხშირად მოიხმარდნენ ნარკოტიკს, რამდეჯერმე მთხოვეს გამესინჯა, თავიდან არ ვთანხმდებოდი, უარით ვისტუმრებდი, თუმცა ერთ დღესაც მშობლებთან კამათი მომიხდა, სახლიდან განერვილებული გავედი, მებობართან ავედი, მათ მოწევა შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. ამ დღიდან ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა.”
ია ჯერ მხოლდ 22 წლისაა და უკვე სამჯერ მოხვდა ნარკოლოგიურ ცენტრში, თუმცა წამლისთვის საბოლოოდ თავის დანებება ვერ სეძლო.
”რამდენჯერმე გადავწყვიტე თავის დანებება, თუმცა როგორც კი სარეაბილიტაციო კურსს ვასრულებდი, ე.წ. ”ლომკაში” ვვარდებოდი და კიდევ ერთხელ ვუსინჯავდი გემოს.”
რაც შეეხება ნარკომანიის მკურნალობას, აქ რამდენიმე მეთოდი სეგვიძლია გამოვყოთ,ეს იქნება როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე ასევე ნარკოტიკების მეშვეობითაც. ამ დროს ინიშნება პრეპარატების მთელი წყება სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ნეიროლეპტიკები, ანტიკონვულსიური პრეპარატები, მიორელაქსანტები, ნორმოტიული საშუალებები, ტრანკვილიზატორები,, მათი მიღების სქემა იმაზეა დამოკიდებული რომელ ნივტიერებას რა ოდენობით და რამდენ ხანს იღებდა წამალდამოკიდებული ადამიანი.მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც თავისიკრიტერიუმები და დანიშნულება აქვს..ამ დროს , პროგრამაში ჩართულ პაციენტებს, რეგულარულად აძლევენ, პრეპარათ მეატადონს, ინდივიდუალურად შერჩეული იმ სახით, რაც არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას, და ასევე მომხმარებელს იცავს ”ლომკისგან.”
ასევე ხდება ე.წ. შპრიცების გაცვლის პროგრამები,რაც ნაომანისათვის საინექციო ხელსაწყოების უფასო დარიგებას და მათგან ნახმარი სპრიცების ამოღებას ნიშნავს.
წამალდამოკიდებულ ადამიანთა მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რეაბილიტაციის სრული კურსი 1500-2000ლარია..ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის გელა ლეჟავას თქმით ”პაციენტი , რეალურად, ათ დღეძე მეტს ვერ ჩერდება, რადან ათდღიანი მკურნალობა დაახლოებით 600 ლარი ღირს. მკურნალობა ისიც პირველ ეტაპზე უფასოა, მხოლოდ მათთვის ვინც უკვე ძალზე ცუდად გრძნობს თვს,”
"ბემონის "ექიმის ნარკოლოგისა და ფსიქოთერაპევტის ლადო ჩანტლაძის თქმით, ”მკურნალობის პირველ ეტაპად შეიძლება განვიხილოთ, თავად პაციენტის მოტივაცია, რომ რომ მისი გადაწყვეტილერბა სურილი, რომ კლინიკაში მივიდეს და მკურნალობა ჩაიტაროს მხოლოდ ამის შემდეგ იწყება დეტოქსიკაცია. ”
ნარკომანიის პრობლემის დასაძლევად შექმნილია სამხრეთკავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამა , რომელიც ევროკაცშირისა და გაეროს დაფინანსებით ხორციელდება, პროგრამა მიძნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ნარკოტიკებთან ბრძოლის ხელშეწყობას.
რაც შეეხება ქვეყანაში ნარკოტიკების ბრუნვას, ის ხშირად შავ ბაზართანაა დამოკიებული. ბაზრის კანონების თანახმად , მოთხოვნა და მიწოდება ერტიანი ჯაჭვია თუ არსებობს მოპთხოვნა არსებობს მიწოდებაც, არსებობს მიწოდება, ასებობს მოთხოვნაც. და ეს ჯაჭვი იკრება უკანონო ბრუნვის წრეში რომლის წინააღმდეგაც ის სტრატეგიული ღონისძიებებია ,რომლებსაც სახელმწიფო შეიმუშავებს.თუნდაც ეს იყოს საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება.
2003 წლიდან მოქმეებს კანონი, ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების,პრეკუსორებისა და ნარკოლგიური დახმარების შესახებ” და ნარკომანიით დაავადებულთა სამედიცინო მომსახურების დახმარების თვალსაზრისით განსაძღვრავს შემდეგს:
ნაკომანიით დაავადებული არის ავადმყოფი, და უნდა სარგებლობდეს საქართველოს კანინმდებლობით პაციენტისათვის განსაზღვრული ყველა უფებით.

ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებულ პირთა ანონიმურობის დაცვა, და ეს კანონმდებლობითაცაა გათვალისწინებვული. როგორც ნარკოლოგიურ ცენტრებში ამბობენ მათ არა აქვთ უფლება გაამხილონ პაციენთის ვინაობა..
კანონმდებლობით ასევე ითვალისწინებს რომ: ”სახელმწიფომ საკუთარ ხარჯზე უნდა აწარმოოს ნარკომანიით დაავადებულთა გამოკვლევა, ექსპერტიძა, დიაგნოსტიკა, დისპანსერიაცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მოცულობით.”თუმცა რეალურად ამ მხრივ მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა რადგან სახელმწიიფო ბიუჯეტის სიმწირის გამო, ვერ ხერხდება ამ პროგრამის სრულად განხორციელება, და ამისთვის გამოყოფილი თანხები საკმაოდ მწირია.
პარლამენტის ჯანდაცისა კომიტეტის თავმჯდომარის განცახდებით : სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ნარკომანიასთან საბძოლველათ რისი რესურსიც შესწევს.”
კანონში ასევე აღნიშნულია რომ : ნარკოტიკული დანაშაულისმ გამო, დაკავებულმა და სასჯელ,ისჯილმა პირებმა, იმ შემთხვევაში , თუ საჭიროებენ, უნდა ჩაიტარონ სავალდებულო ნარკოლოგიური მკურნალობა., თაუმცა დაფინანსების არარსებობის გამო, ეს მუხლი პრაქტიკულად არ ხორციელდება.
გელა ლეჟავას თქმით, მან სახელმწიფოს მინნისტრს წინადადებით მიმართა, , რასაც ნარკოლიგიური ცენტრის ხელმძღვანელი ”დიდ მეცნიერებს” უწოდებს "მეცნიერება”ალკოჰოლური პროდუქციის დაბეგრვაში გამოიხატება, არ შეიძლება, არაყი ლუდზე იაფი ღირდეს, ეს ბარბარ9ოსობაა.თიტოეული ბოთლი უნდა დაიბეგროსშემოსული თანხა პირდაპირ გადაირიცება ჯანდაცვაში და ნარკომანიის პრობლემას მოგვარდება.ამაში ვფიქრობ საზოგადოებაც დაგვეთანხმება,რადგან,ნარკომანია ყოველი ჩვენთაგანის, საზოგადოების პრობლემაა. ყველამ უნდა ვიფიქროთ იმ საფრთხეზე რაც შეიძლება ამას მოჰყვეს” თქვა გელა ლეჟავამ და ისიც დაასძინა, სავარაუდოთ 1000ბოთლის დაბეგრვით მიღებული თანხით ათ ნარკომანს ვუმკურნალებთო.
ფაქტი კი ერთია, საჭიროა სიტუაციის სწრაფი გამოსწორება, რაშიც საზოგადოების თითოეულმა წევრმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.



გამოყენებული მასალა: ჯურნალი მკურნალი..
მედია და ნარკომანიის პრობლემის გაშუქება-ჟანა ჯავახიშვილი.