Monday, October 18, 2010

დილა იქედნური, ღამე და გრანელი,
კუბოსთან გაზრდილი პოეტის ქარაგმა,
უფალიც ვერ ხვდება მე აწი რა მელის,
სიცოცხლის სურვილი დრომ ისე ალაგმა.

ქალაქში გიჟები დადიან ეპოქად
და ამის შესახებ არ იცის ქალაქმა,
გვეყოფა, ჩვენ ჩვენი ცოდვებიც გვეყოფა…
მარტია და ტყემლის ხეები დანაღმა -

ამინდმა, მე კიდევ არ მიყვარს ამინდი,
(ამაზე ქალებმა დაწერონ უბრალოდ)
სიცოცხლეს ლექსებში თუ გავცვლი ამითი
რა ცოდვას ჩავიდენ, მითხარი, უფალო.

ოთახში ჩრდილები კედლებზე დადიან,
და ასე უშენოდ არ ვიცი რა მელის,
ქუჩაში პოეტი ქალების მარტია,
სულში კი წვიმა და ტერენტი გრანელი…

No comments: