Wednesday, October 13, 2010

გიგი თევზაძე: „იყავით თავისუფლები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონში უნიკალური სტრუქტურის მქონე კვლევითი
უნივერსიტეტია. აქვს გაცვლითი სასწავლო პროგრამები მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტთან და
სტუდენტებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს. უნივერსიტეტის განვითარებისა და მომავალი
პერსპექტივების შესახებ ვესაუბრეთ უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გიგი თევზაძეს. მან ასევე
კომენტარი გააკეთა ბოლო დროს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ აქციებთან დაკავშირებით,
რომელიც მართლმადიდებელთა კავშირმა გამართა. ისინი მოითხოვენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე
სამლოცველოს გახსნას, ასევე აპროტესტებდნენ ახალგაზრდა მწერლის მიერ გამართულ წიგნის
პრეზენტაციას, უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში.. ამ პროცესებთან დაკავშირებით არსებობს
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაც, რომელსაც სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ.

რაკრიტერიუმებით არჩევთ ლექტორებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?
პროფეესორის შერჩევისყველაზე უფრო მიღებული კრიტერიუმი სამეცნიერო დამსახურებაა, ანუ სტატიები, წიგნები და ასე
შემდეგ. არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული საჭიროების გამო ხდება კრიტერიუმების გადახედვა,
მაგალითად: როდესაც ლექტორს არ აქვს მაღალი სამეცნიერო რეიტინგი, მაგრამ კარგად შეუძლია
კონკრეტული ლაბორატორიის აწყობა, ანდა, მისი მუშაობის პროფილი უნიკალურია ქვეყანაში და
ემთხვევა უნივერსიტეტის ინტერესებს, ამ შემთხვევაში სხვა, უფრო მაღალი რეიტინგის მეცნიერის
მიმართაც მას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა. საბოლოოდ, შეფასების კრეიტერიუმი არის
კონკრეტული კანდიდატის სამეცნიერო და პედაგოგიური დამსახურებები. როგორც უკვე გითხარით,
ძირიტადათ ვიყენებთ რაოდენობრივ მონაცემებს (რეიტინგებს),მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც
გადაწყეტილება მიიღება უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე.

რატომ გაუქმდაჟურნალისტიკის სწავლება?
ვინც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ვფიქრობთ ადამიანმა უნდა დაამთავროს
ბაკალავრის რომელიმე სპეციალობა და შემდეგ გადაწყვიტოს უნდა თუ არა ჟურნალისტობა. ეს იყო ჩვენი
ფილოსოფია, რის გამოც გაუქმდა ბაკალავრიატში ჟურნალისტიკის სწავლება. ჟურნალისტიკა ძალიან
მნიშვნელოვანი პროფესიაა, ამიტომაც ადამიანის გადაწყვეტილება, ჟურნალისტად გახდომის თაობაზე,
უნდა იყოს გაცნობიერებული, ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამა კი იძლევა ამის საშუალებას. თუმცა
ეს იმას არ ნიშნავს რომ, თქვენ ვინც ახლა სწავლობთ ჟურნალისტიკას ბაკალავრიატში, მიიღეთ
გაუცნობიერებელი გადაწყვეტილება, მაგრამ, მე მინახავს ძალიან ბევრი ჟურნალისტი, რომლებმაც თავისი
არასწორი გადაწყვეტილებით დიდი ზიანი მიაყენეს, როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს. არსებობს თუ
არა უნივერსიტეტში სასწავლო ბაზა, სადაც ჟურნალისტიკის სტუდენტები გაივლიან სწავლების
პრაქტიკულ კურსს? ჯერჯერობით პრაქტიკული კურსის გავლა შესაძლებელია “Outsourcing”-is anu
უნივერსიტეტის გარეთ არსებულ დაწესებულებებში, მაგრამ გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც
პრაქტიკული კურსის გავლა მოხდება უნივერსიტეტში. იგეგმება რადიოსადგურის შექმნა, რომლის
გადაცემების ჩანაწერებიც დაიდება ინტერნეტის საიტზე. პროექტი ძირითადათ გათვლილი იქნება
მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, თუმცა ბაკალავრიატის სტუდენტებსაც შეგეძლებათ
მონაწილეობის მიღება.
რატომ ილიას და არა ჭავჭავაძის უნივერსიტეტი?
აქ ორი ფაქტორია: პრაგმატული
და ფილოსოფიური. პრაგმატული, იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში არსებობს კიდევ ორი
უნივერსიტეტი, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს. ხდებოდა ამ სამი უნივერსიტეტის
სახელების არევა, განსაკუთრებით ბაკალავრიატში რეგისტრაციისას, და ხშირად სტუდენები არ
ხვდებოდნენიქ, სადაც უნდოდათ. რაც შეეხება ფილოსოფიურ მიზეზს: ტრადიციაა რომ, უნივერსიტეტებს
ქვეყნისთვის ზალიან მნიშვნელოვანი ადამინების მხოლოდ სახელებს არქმევენ. მაგალითად,. კარლოსის
უნივერისტეტი, ოტტო ფრიდრიხის უნივერსიტეტი. ილიას საქართველოსთვის იმდენივე, თუ უფრო მეტი
არ აქვს გაკეთებული რაც ამ მეფეებს თავისი ქვეყნებისათვის. ამავე დროს - სულაც არ არის გვარი
„ჭავჭავაძე“ დაამატო, როდესაც ილიას შესახებ ლაპარაკობ. ისედაც ყველა ქართველი ხვდება ვის
შესახებაცაა ლაპარაკი..
ვინ მიიღო გადაწყვეტილება, უნივერსიტეტისათვის სახელის შეცვლასთან
დაკავშირებით?
გადაწყვეტილება მიიღომ mთავრობამ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შეთავაზების
საფუძველზე.
რით განსხვავდება ილიას უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებისაგან?
სწავლების ლიბერალური პრინციპები და კვლევები, რომელსაც ვაწარმოებთ. ჩვენი უნვიერისტეტის მისიაა კვლევის
წარმოება სამი მიმართულებით: საქართველოს კვლევები, საერთაშიორისო კლვევებში ჩართულობა და
მენციერების ფუნდამენტური საკიტხების კვლევა. ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენი უნივერსიტეტი სამ
ძირითად თავისუფლებაზე დგას: ესენია: აკადემიური თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება და
სინდისის თავისუფლება. რა სიახლეები იგეგმება უახლოეს მომავალში ილიას უნივერსიტეტში?
შეიცვალა უნივერსიტეტის წესდება, გადავდივართ მუშაობის ახალ პრინციპზე. უნივერსიტეტში
შეიქმნება 13 კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორებიც გახდებიან აკადემიური საბჭოს წევრები.
ამით უნივერისტეტის მართვა გადადის იმ ხალხის ხელში, რომლებიც უშუალოდ ტანამეოდროვე
კვლევებშჳ არიან ჩარტულები და იციან რა ხდება ტანამედროვე სამეცნიერო სამყაროში. ასეთი
სტრუქტურის უნივერსიტეტი არა მარტო საქრთველოში, რეგიონშიც არ არსებობს. ასევე გვინდა
ბაკალავრიატში სწავლება გახდეს უფრო მნიშვნელოვანი, პროფესორებმა არამარტო წაიკითხონ ლექციები
და შეადგინონ სასწავლო სილაბუსები, არამედ ჩვენ გვინდა რომ პროფესორება უფრო მეტი მონაწილეობა
მიიღონ სასწავლო მასალების შედგენაში, საჭიროა აკეთონ რიდერები, წერონ სახელმძღვანელოები,
იმისათვის რომ სტუდენტებსათვის ადვილი იყოს სწავლა. დასამალი არ არის რომ მოვიკოჭლებსთ
ქართულ ენაზე კვალიფიციური ლიტერატურის არსებობით. იმედი გვაქვს ამ ნაკლსაც გამოვასწორებთ. რა
კომენტარს გააკეთებთ უნივერსიტეტის წინააღმდეგ მომართულ აქციებზე? სამლოცველოს გახსნასთან
დაკავშირებით გეტყვით რომ, სამლოცველო უნივერსიტეტში არ გაიხსნება. ინსტიტუციური
სეკულარიზმი არის მნიშვნელოვანი ღირებულება და მოქმედების პრინციპი, რომელიც ამ
უნივერსიტეტის კედლებში ყოველ ადამიანს აძლევს საშუალებას, ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობა და
არ შეიზღუდოს ამ მხრივ. რაც შეეხება, უნივერსიტეტში გამართულ წიგნის პრეზენტაციას: არ ვაპირებთ
დავაწესოთ ცენზურა, არც წიგნის მაღაზიაში და არც სხვაგან უნივერსიტეტში. მიზეზი მარტივია:
ცენზურა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საბოლოოდ, როგორც ყველა უსამართლო შეზღუდვა,
იწყებს მოქმედებას იმ ადამიანების წინაამღდეგ, ვინც ეს შეზღუდვა დააწესა. წიგნი ვიღაცას მოეწონება,
ვიღაცას არა. დემოკრატიას აქვს თავისი უხერხული და უსიამოვნო მხარეები. სამაგიეროდ, სწორედ ის,
რომ ჩვენ რაღაც არ მოგვწონს, მაგრამ ამას ვინმე მაინც აკეთებს, არის იმის გარანტია, რომ ჩვენც გვაქვს იმის
გაკეთების საშუალება, რაც გვინდა, იმისადა მიუხედავად, სხვებს ეს მოეწონებად თუ არა. ეს არის
თავისუფლების პრაქტიკული საფუძველი. ამავე დროს, ყოველ ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას
პროტესტი, და ჩვენ არ ვაპირებთ რომ შევზრუდოთ ნებისმიერი პროტესტი. თუმცა, პროტესტის
გამოხატვა უნდა მოხდეს დაწესებული ფორმით, არ უნდა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუცია,
კანონები და უნივერსიტეტის წესდება.
რას ეტყვით ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, ჩვენი გაზეთის
საშუალებით?
იყავით თავისუფლები.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
განცხადება : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულება.
ნებისმიერი მისი მოქმედების საფუძველი არის საქართველოს კონსტიტუცია, მისგან გამომდინარე
კანონები და უნივერსიტეტის წესდება. უნივერსიტეტის მოქმედების ამოსავალი პრინციპებია
აკადემიური, სინდისის და არჩევანის თავისუფლებები. უნივერსიტეტის კედლებში ამ თავისუფლებების
შეზღუდვა დაუშვებელია. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
უმაღლესი აკადემიური წარმომამდგენლები, დარწმუნებულები ვართ, რომ ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი, რომელიც შექმნილია მეცნიერული კვლევისათვის და მეცნიერების სწავლებისათვის,
არის სრულიად სეკულარული, საერო ორგანიზაცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ არ მიგვაჩნია
მიზანშეწონილად რელიგიური მიზნების მქონე ინფრასტრუქტურის განვითარება უნივერსიტეტში. ჩვენ
ვიცავთ აღმსარებლობის და გამოხატვის თავისუფლებას. ვფიქრობთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში არცერთი აღმსარებლობის და არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის
წარმომადგენლობა არ არის, უნივერსიტეტი ასრულებს თავის მთავარ სოციალურ ფუნქციას:
საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში ის ღიაა ნებისმიერი დისკუსიისათვის,
ნებისმიერ თემაზე ხმამაღლა ფიქრისათვის და ნებისმიერი აზრის გამოხატვისთვის. დარწმუნებულები
ვართ, ამ უნივერსიტეტის კედლებში გარანტირებული აკადემიური, სინდისის და არჩევანის
თავისუფლებები არის ის, რაც იცავს როგორც პროფესორების და მკვლევარების, ასევე, სტუდენტების და
ადმინისტრაციული თანამშრომლების უფლებას, მიაკუთვნონ თავი ნებისმიერ აღმსარებლობას და ამის
გამო არ იგრძნონ საკუთარი უფლებების შეზღუდვა. ასევე, არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი
დამოკიდებულება საზოგადოების ნაწილის მიერ მოთხოვნილი ცენზურის მიმართ, განსაკუთრებით,
როდესაც საქმე ეხება უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში გასაყიდად დადებულ წიგნებს და ჩატარებულ
წიგნების პრეზენტაციებს. უნივერსიტეტში ცენზურა დაუშვებელია. იმისდა მიუხედავად, თუ რა
დამოკიდებულება აქვს თითოეულ ჩვენგანს კონკრეტულ წიგნთან, ვთვლით, რომ გამოხატვის
თავისუფლების პრინციპისადმი ერთგულება, ასევე, უნივერსიტეტის მართვის წესი, რომელიც
დამყარებულია ჩვენი თანამშრომლებისადმი და პარტნიორებისადმი ნდობაზე, ნებისმიერი წიგნის
შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანია - არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ, ქვეყნის აწმყოსთვის და
მომავლისთვისაც. თამარ ჯაყელი თამარ კანაშვილი

No comments: