Monday, October 18, 2010

დილა იქედნური, ღამე და გრანელი,
კუბოსთან გაზრდილი პოეტის ქარაგმა,
უფალიც ვერ ხვდება მე აწი რა მელის,
სიცოცხლის სურვილი დრომ ისე ალაგმა.

ქალაქში გიჟები დადიან ეპოქად
და ამის შესახებ არ იცის ქალაქმა,
გვეყოფა, ჩვენ ჩვენი ცოდვებიც გვეყოფა…
მარტია და ტყემლის ხეები დანაღმა -

ამინდმა, მე კიდევ არ მიყვარს ამინდი,
(ამაზე ქალებმა დაწერონ უბრალოდ)
სიცოცხლეს ლექსებში თუ გავცვლი ამითი
რა ცოდვას ჩავიდენ, მითხარი, უფალო.

ოთახში ჩრდილები კედლებზე დადიან,
და ასე უშენოდ არ ვიცი რა მელის,
ქუჩაში პოეტი ქალების მარტია,
სულში კი წვიმა და ტერენტი გრანელი…
დე, იცი…
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი…
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი…
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი…
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე…
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი…
გაზაფხული მოვიდა მგონი.

წა- “მე” -ბი

ვერვინ ჩაწვდება ჩემი სულის ფსკერს,
ცოცხალი ვარ და გული არ მიძგერს,
ცხოვრება ნეტავ დიდხანს გამიძლებს?!
რომ მოვჩები, დრო თავიდან მიწყებს…
არ მინდა, ვიყო მხოლოდ ატომი,
რატომ ვარ ხან და ხან რატომ იქ?
სიცოცხლე წიგნთა მცირეა ტომი,
მშვიდობა მქვია, დამარქვათ ომი
გსურთ და ცრემლები ჟანგავენ წამებს,
მლიქვნელი დრო დღეს ტკივილს აამებს,
იარებს აქრობს და ტოვებს შრამებს,
მხოლოდ მზის ქონით სჯობნის დღე ღამეს .
მაწვალებს ფიქრი, უაზროდ ბევრი,
სულია ჩემი – უღრანი ტევრი,
ადამიანთა მეთქმის მე წევრი,
ეს ცხოვრებაა მეტყველი, მჭევრი.
ცრემლები აღწევს ტუჩის კიდეებს
და მაჯერებენ გიჟურ იდეებს,
თითქოს ჩემს გამო თავსაც იდებენ,
მივიხედავ და ფეხით მკიდებენ…
გველი კვლავ ცდილობს მაჭამოს ვაშლი,
ჩემი მერანი მყის ფაფარსა შლის,
მიმაფრენს ზემოთ, მე ღრუბლებს დავშლი,
სიძულვილს, ცრემლებს, ტანჯვას მე წავშლი!

Thursday, October 14, 2010

სატანა გეუბნებათ რომ:

1) სატანა გთავაზობს დათმენას,თავშეკავების ნაცვლად
2) სატანა გთავაზობს სრულფასოვან ცხოვრებას სულიერი ძიების ნაცვლად
3) სატანა გთავაზობს კეთილგანწყობას მათ მიმართ,ვინც ამას იმსახურებს
4) სატანის მიხედვით,შური უნდა იძიო,მეორე ლოყის მიშვერის ნაცვლად
5) სატანა გთავაზობს პასუხისმგებლობას,პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის მიმართ.
6) სატანა აღიარებს ადამიანს როგორც ცხოველს, რომელიც ზოგჯერ სხვა ოთხ ფეხზე მოსიარულე ცხოველზე უარესი,ან უკეთესია.
7) სატანა ყველა ცოდვას განიხილავს როგორც ფიზიკურ, ემოციურ ან გონებრივ მოთხოვნილებას.
8) სატანა ეკლესიის საუკეთესო მეგობარია, ის ერთად ერთია რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელს უწყობს ამ ბიზნესს.
ესეც სატანის თერთმეთი წესი:
1) სანამ არ გკითხავენ,არ მიაწოდო სხვას აზრი ან რჩევა
2) არ უთხრა სხვას შენი შიშის შესახებ,სანამ არ დარწმუნდები,რომ მათ აინტერესებთ
3) როცა სხვის ბუნაგში ხარ,პატივი ეცი მათ,ან საერთოდ არ წახვიდე
4) თუ სტუმარი შენს ბუნაგში გაწყენინებს,მოექეცი მას სასტიკად და არ აპატიო
5) არ მისცე სექსუალური რჩევა,სამან ამის ნიშანს თვითონ არ მოგცემს
6) ნუ აიღებ იმას,რაც არ გეკუთვნის,სანამ ის არის სხვისი ტვირთი და ხმამაღლა ჩივიან გათავისუფლებას
7) დაამოწმე მაგიის ძალა,თუ შენ გინდა მიაღწიო წარმატებას
8) ნუ იწუწუნებ იმ ნივთზე,რომელიც შენ არ გჭირდება
9) ნუ ავნებ ახალგაზრდა ბავშვს
10) ნუ მოკლაც ცხოველს,სანამ ის შეტევაზე არ გადმოვა,რათა წაგართვას საჭმელი
11) თუ შენ მოძრაობ ღია ტერიტორიაზე და,არ აწუხებ არავის და ვინმე შენ შეგაწუხებს,სთხოვე შეჩერდეს,თუ არ შეჩერდა გაანადგურე
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო..
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...

ნიკო გომელაური

ტოლერანტობა თუ შეუმწყნარებლობა?

საქართველოში ხშირად საუბრობენ ქართველი ხალხის ტოლორანტობასა და შემწყნარებლობაზე, ეს მაშინ როდესაც ყოველდღე, ირღვევა უმცირესობათა უფლებები.
სტატიაში ,შევეცდები მოვახზო უმცირესობათა , კერძოდ რელიგიურ იმცირესობათა უფლებების დაცვის მხრივ არსებული პრობლემებზე.
საქართველოში წარმოდგენილი რელიგიური მიმდინარეობებია:მართლმადიდებბლობა, მუსლიმი, სომხური ეკლესიის წარმომადგენლობა, კათოლიკე, იაღოვას მოწმეები, პრიტესტანტი და იეზიდი.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია და „გაბატონებული“ადგილი უჭირავს.
კონსტიტუციით საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება, თუმცა ხშირია კონსტიტუციით მინიჭებული უფლკების დარღვევის ფაქტები.
რელიგიის თავისუფლკებას მნიშვნეოვანი ადგილი დაეთმო სახალხო დამცველი 2009 წლის ანგარიშში.აქ წამჭრილია რამდენიმე პრობლემა: განათლების სისტემა, სასჯელაღსრულების სისტემა, საკუთრების უფლება, სიტყვის გამოხატვისა თავისუფლება.ასევე მნიშვნელოვანია მედიის დამოკიდებულება, ინფორმაციის გაშუქება. სახალხო დამცველის ანგარიშში რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი 7 ფაქტია განხილული, სინამდვილეში ეს რიცხვი გაცილებიათ მაღალია,.უბრალოდ ყველა ფაქტი ვერ აღწევს ომბუცმენამდე.
განათლების სისტემაში, არის ერთგავარი ვაკუომი, წლების განმავლობაში ისწავლებოდა რელიგიის ისტორია, სადაც საუბარი იყო მხოლოდ მართლმადიდებლობაზე, სემინარებს ატარებდნენ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ აქვთ საშუალება ასწავლონ მათი მიმდინარეობის შესახებ.
ეს პრობლემა მწვავედ დგას ქალაქ ბათუმში,,: იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი არიან მუსლიმები.ისინი ეწინაღმდეგებიან მათი უფლებების დარღვევას, და მასაწავლებლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.
16 წლის ანი ბათუმის ერთერთ სკოლაში სწავლობს.ის მუსლიმური ოჯახიდაანაა.ბავშვის ბაბუა საუბრობს მასწავლებლობის მხრიდან შეუმწყნარებლობასა და ბავშვის შეურაწყობაზე.
„რამდენჯერმე ბავშვი ატირებული დაბრუნდა, ბავშვები ექვსკურსიაზე გაიყვანეს , ბავშვებს ჩხუბი მოუხდათ, მასწავლკებელმა ბავშვების გასაგონად თქვა, შენ ადამიანებთან ურთიერთობის რა გაგეგება, ბიბლია ხომ არასოდეს წაგიკითხავსო“
მათ ყურანის მიმართ არასწორი მიდგომა აქვთ, და ბავშვებსაც ამას შთააგონებენ.
საქართველოს სასჯელღსრულების სამინისტროსა და მართლმადიდებელი ეკლესიას შორის დადებულია ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად , მართლმადიდებელ მღვდლებს შეუძლიათ საპატიმროებში შესვლა და პატიმრებთან ურტიერთობა.
რელიგიურ უმცირესობებს აქვთ საკუთრების არსებეობის პრობლემებიც, ისინი მოითხოვენ მათი სამლოცველოების აგებისა და დაბრუნების უფლებას.
ამ მხრივ შეძღუდვები აქვთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს.მათ უჭირთ პატიმრებთან ურთიერთობა.
მნიშვნელოვანია, სტატუსი, რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლობისა.
მათ აქვთ საშუალება დარეგისტრირდნენ როგორც კერძო იურიდიული პირი, ეს კი როგორც აცხადებენ მიუღებელია.

უმცირესობთან საუბრისას ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად ხდება რელიგიური წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაყობა.განსაკუთრებით იაღოვას მოწმეების მიმართ.
ა მხრივ, აქტიურობს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და სხვა ქრისტიანული ორგანიზაციები.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ითხოვენ განსაკუთრებულკ დამოოკიდებულებას მათ მიმართ, ამის დასტურად შევიძლია მოვიხმოთ 3 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული აქცია.აქციის მონბაწილეები მოითხოვენ სამლოცველოს გახსნას, უნივერსიტეტში.
საინეტერესოა, არ არღვევს ეს უმცირესობათა უფლებებს? თუკი უნივერსიტეტში იქნება მხოლოდ მართლმადიდებელთა სამლოცველო? მაშინ რეა დააშავეს, კათოლიკეებმა, პროტესტანტებმა და ასე შდემდეგ? არვიცი მკითხველი დამეთანხმება თუ არა, მაგრამ ვფიქრობ უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც უნდა მოხდეს რელიგიის გაბატონება და რელიგიური თემებით მანიპულირება
აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში გამართული წიგნის პრეზენტაციას აპროტესტებდნენ, მათი თქმით, აღნიშნული წიგნი პირდაპირ არის მიმართული რელიგიის წინააღმდეგ და ახალგაზრდების გარყვნას ემსახურება.....

Wednesday, October 13, 2010

გიგი თევზაძე: „იყავით თავისუფლები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონში უნიკალური სტრუქტურის მქონე კვლევითი
უნივერსიტეტია. აქვს გაცვლითი სასწავლო პროგრამები მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტთან და
სტუდენტებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს. უნივერსიტეტის განვითარებისა და მომავალი
პერსპექტივების შესახებ ვესაუბრეთ უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გიგი თევზაძეს. მან ასევე
კომენტარი გააკეთა ბოლო დროს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ აქციებთან დაკავშირებით,
რომელიც მართლმადიდებელთა კავშირმა გამართა. ისინი მოითხოვენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე
სამლოცველოს გახსნას, ასევე აპროტესტებდნენ ახალგაზრდა მწერლის მიერ გამართულ წიგნის
პრეზენტაციას, უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში.. ამ პროცესებთან დაკავშირებით არსებობს
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაც, რომელსაც სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ.

რაკრიტერიუმებით არჩევთ ლექტორებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?
პროფეესორის შერჩევისყველაზე უფრო მიღებული კრიტერიუმი სამეცნიერო დამსახურებაა, ანუ სტატიები, წიგნები და ასე
შემდეგ. არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული საჭიროების გამო ხდება კრიტერიუმების გადახედვა,
მაგალითად: როდესაც ლექტორს არ აქვს მაღალი სამეცნიერო რეიტინგი, მაგრამ კარგად შეუძლია
კონკრეტული ლაბორატორიის აწყობა, ანდა, მისი მუშაობის პროფილი უნიკალურია ქვეყანაში და
ემთხვევა უნივერსიტეტის ინტერესებს, ამ შემთხვევაში სხვა, უფრო მაღალი რეიტინგის მეცნიერის
მიმართაც მას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა. საბოლოოდ, შეფასების კრეიტერიუმი არის
კონკრეტული კანდიდატის სამეცნიერო და პედაგოგიური დამსახურებები. როგორც უკვე გითხარით,
ძირიტადათ ვიყენებთ რაოდენობრივ მონაცემებს (რეიტინგებს),მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც
გადაწყეტილება მიიღება უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე.

რატომ გაუქმდაჟურნალისტიკის სწავლება?
ვინც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ვფიქრობთ ადამიანმა უნდა დაამთავროს
ბაკალავრის რომელიმე სპეციალობა და შემდეგ გადაწყვიტოს უნდა თუ არა ჟურნალისტობა. ეს იყო ჩვენი
ფილოსოფია, რის გამოც გაუქმდა ბაკალავრიატში ჟურნალისტიკის სწავლება. ჟურნალისტიკა ძალიან
მნიშვნელოვანი პროფესიაა, ამიტომაც ადამიანის გადაწყვეტილება, ჟურნალისტად გახდომის თაობაზე,
უნდა იყოს გაცნობიერებული, ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამა კი იძლევა ამის საშუალებას. თუმცა
ეს იმას არ ნიშნავს რომ, თქვენ ვინც ახლა სწავლობთ ჟურნალისტიკას ბაკალავრიატში, მიიღეთ
გაუცნობიერებელი გადაწყვეტილება, მაგრამ, მე მინახავს ძალიან ბევრი ჟურნალისტი, რომლებმაც თავისი
არასწორი გადაწყვეტილებით დიდი ზიანი მიაყენეს, როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს. არსებობს თუ
არა უნივერსიტეტში სასწავლო ბაზა, სადაც ჟურნალისტიკის სტუდენტები გაივლიან სწავლების
პრაქტიკულ კურსს? ჯერჯერობით პრაქტიკული კურსის გავლა შესაძლებელია “Outsourcing”-is anu
უნივერსიტეტის გარეთ არსებულ დაწესებულებებში, მაგრამ გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც
პრაქტიკული კურსის გავლა მოხდება უნივერსიტეტში. იგეგმება რადიოსადგურის შექმნა, რომლის
გადაცემების ჩანაწერებიც დაიდება ინტერნეტის საიტზე. პროექტი ძირითადათ გათვლილი იქნება
მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, თუმცა ბაკალავრიატის სტუდენტებსაც შეგეძლებათ
მონაწილეობის მიღება.
რატომ ილიას და არა ჭავჭავაძის უნივერსიტეტი?
აქ ორი ფაქტორია: პრაგმატული
და ფილოსოფიური. პრაგმატული, იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში არსებობს კიდევ ორი
უნივერსიტეტი, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს. ხდებოდა ამ სამი უნივერსიტეტის
სახელების არევა, განსაკუთრებით ბაკალავრიატში რეგისტრაციისას, და ხშირად სტუდენები არ
ხვდებოდნენიქ, სადაც უნდოდათ. რაც შეეხება ფილოსოფიურ მიზეზს: ტრადიციაა რომ, უნივერსიტეტებს
ქვეყნისთვის ზალიან მნიშვნელოვანი ადამინების მხოლოდ სახელებს არქმევენ. მაგალითად,. კარლოსის
უნივერისტეტი, ოტტო ფრიდრიხის უნივერსიტეტი. ილიას საქართველოსთვის იმდენივე, თუ უფრო მეტი
არ აქვს გაკეთებული რაც ამ მეფეებს თავისი ქვეყნებისათვის. ამავე დროს - სულაც არ არის გვარი
„ჭავჭავაძე“ დაამატო, როდესაც ილიას შესახებ ლაპარაკობ. ისედაც ყველა ქართველი ხვდება ვის
შესახებაცაა ლაპარაკი..
ვინ მიიღო გადაწყვეტილება, უნივერსიტეტისათვის სახელის შეცვლასთან
დაკავშირებით?
გადაწყვეტილება მიიღომ mთავრობამ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შეთავაზების
საფუძველზე.
რით განსხვავდება ილიას უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებისაგან?
სწავლების ლიბერალური პრინციპები და კვლევები, რომელსაც ვაწარმოებთ. ჩვენი უნვიერისტეტის მისიაა კვლევის
წარმოება სამი მიმართულებით: საქართველოს კვლევები, საერთაშიორისო კლვევებში ჩართულობა და
მენციერების ფუნდამენტური საკიტხების კვლევა. ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენი უნივერსიტეტი სამ
ძირითად თავისუფლებაზე დგას: ესენია: აკადემიური თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება და
სინდისის თავისუფლება. რა სიახლეები იგეგმება უახლოეს მომავალში ილიას უნივერსიტეტში?
შეიცვალა უნივერსიტეტის წესდება, გადავდივართ მუშაობის ახალ პრინციპზე. უნივერსიტეტში
შეიქმნება 13 კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორებიც გახდებიან აკადემიური საბჭოს წევრები.
ამით უნივერისტეტის მართვა გადადის იმ ხალხის ხელში, რომლებიც უშუალოდ ტანამეოდროვე
კვლევებშჳ არიან ჩარტულები და იციან რა ხდება ტანამედროვე სამეცნიერო სამყაროში. ასეთი
სტრუქტურის უნივერსიტეტი არა მარტო საქრთველოში, რეგიონშიც არ არსებობს. ასევე გვინდა
ბაკალავრიატში სწავლება გახდეს უფრო მნიშვნელოვანი, პროფესორებმა არამარტო წაიკითხონ ლექციები
და შეადგინონ სასწავლო სილაბუსები, არამედ ჩვენ გვინდა რომ პროფესორება უფრო მეტი მონაწილეობა
მიიღონ სასწავლო მასალების შედგენაში, საჭიროა აკეთონ რიდერები, წერონ სახელმძღვანელოები,
იმისათვის რომ სტუდენტებსათვის ადვილი იყოს სწავლა. დასამალი არ არის რომ მოვიკოჭლებსთ
ქართულ ენაზე კვალიფიციური ლიტერატურის არსებობით. იმედი გვაქვს ამ ნაკლსაც გამოვასწორებთ. რა
კომენტარს გააკეთებთ უნივერსიტეტის წინააღმდეგ მომართულ აქციებზე? სამლოცველოს გახსნასთან
დაკავშირებით გეტყვით რომ, სამლოცველო უნივერსიტეტში არ გაიხსნება. ინსტიტუციური
სეკულარიზმი არის მნიშვნელოვანი ღირებულება და მოქმედების პრინციპი, რომელიც ამ
უნივერსიტეტის კედლებში ყოველ ადამიანს აძლევს საშუალებას, ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობა და
არ შეიზღუდოს ამ მხრივ. რაც შეეხება, უნივერსიტეტში გამართულ წიგნის პრეზენტაციას: არ ვაპირებთ
დავაწესოთ ცენზურა, არც წიგნის მაღაზიაში და არც სხვაგან უნივერსიტეტში. მიზეზი მარტივია:
ცენზურა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საბოლოოდ, როგორც ყველა უსამართლო შეზღუდვა,
იწყებს მოქმედებას იმ ადამიანების წინაამღდეგ, ვინც ეს შეზღუდვა დააწესა. წიგნი ვიღაცას მოეწონება,
ვიღაცას არა. დემოკრატიას აქვს თავისი უხერხული და უსიამოვნო მხარეები. სამაგიეროდ, სწორედ ის,
რომ ჩვენ რაღაც არ მოგვწონს, მაგრამ ამას ვინმე მაინც აკეთებს, არის იმის გარანტია, რომ ჩვენც გვაქვს იმის
გაკეთების საშუალება, რაც გვინდა, იმისადა მიუხედავად, სხვებს ეს მოეწონებად თუ არა. ეს არის
თავისუფლების პრაქტიკული საფუძველი. ამავე დროს, ყოველ ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას
პროტესტი, და ჩვენ არ ვაპირებთ რომ შევზრუდოთ ნებისმიერი პროტესტი. თუმცა, პროტესტის
გამოხატვა უნდა მოხდეს დაწესებული ფორმით, არ უნდა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუცია,
კანონები და უნივერსიტეტის წესდება.
რას ეტყვით ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, ჩვენი გაზეთის
საშუალებით?
იყავით თავისუფლები.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
განცხადება : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულება.
ნებისმიერი მისი მოქმედების საფუძველი არის საქართველოს კონსტიტუცია, მისგან გამომდინარე
კანონები და უნივერსიტეტის წესდება. უნივერსიტეტის მოქმედების ამოსავალი პრინციპებია
აკადემიური, სინდისის და არჩევანის თავისუფლებები. უნივერსიტეტის კედლებში ამ თავისუფლებების
შეზღუდვა დაუშვებელია. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
უმაღლესი აკადემიური წარმომამდგენლები, დარწმუნებულები ვართ, რომ ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი, რომელიც შექმნილია მეცნიერული კვლევისათვის და მეცნიერების სწავლებისათვის,
არის სრულიად სეკულარული, საერო ორგანიზაცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ არ მიგვაჩნია
მიზანშეწონილად რელიგიური მიზნების მქონე ინფრასტრუქტურის განვითარება უნივერსიტეტში. ჩვენ
ვიცავთ აღმსარებლობის და გამოხატვის თავისუფლებას. ვფიქრობთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტში არცერთი აღმსარებლობის და არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის
წარმომადგენლობა არ არის, უნივერსიტეტი ასრულებს თავის მთავარ სოციალურ ფუნქციას:
საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში ის ღიაა ნებისმიერი დისკუსიისათვის,
ნებისმიერ თემაზე ხმამაღლა ფიქრისათვის და ნებისმიერი აზრის გამოხატვისთვის. დარწმუნებულები
ვართ, ამ უნივერსიტეტის კედლებში გარანტირებული აკადემიური, სინდისის და არჩევანის
თავისუფლებები არის ის, რაც იცავს როგორც პროფესორების და მკვლევარების, ასევე, სტუდენტების და
ადმინისტრაციული თანამშრომლების უფლებას, მიაკუთვნონ თავი ნებისმიერ აღმსარებლობას და ამის
გამო არ იგრძნონ საკუთარი უფლებების შეზღუდვა. ასევე, არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი
დამოკიდებულება საზოგადოების ნაწილის მიერ მოთხოვნილი ცენზურის მიმართ, განსაკუთრებით,
როდესაც საქმე ეხება უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში გასაყიდად დადებულ წიგნებს და ჩატარებულ
წიგნების პრეზენტაციებს. უნივერსიტეტში ცენზურა დაუშვებელია. იმისდა მიუხედავად, თუ რა
დამოკიდებულება აქვს თითოეულ ჩვენგანს კონკრეტულ წიგნთან, ვთვლით, რომ გამოხატვის
თავისუფლების პრინციპისადმი ერთგულება, ასევე, უნივერსიტეტის მართვის წესი, რომელიც
დამყარებულია ჩვენი თანამშრომლებისადმი და პარტნიორებისადმი ნდობაზე, ნებისმიერი წიგნის
შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანია - არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ, ქვეყნის აწმყოსთვის და
მომავლისთვისაც. თამარ ჯაყელი თამარ კანაშვილი

მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...

გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

მე და ღამე

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.


მთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს.

სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.


ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.


საიდუმლო შუქით არე, ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.


დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,

არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.


რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,

ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.


ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,

საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;


ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,

ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.


მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,

იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.


იცის − როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა

ჭაღარა გულის ზმანება ავი, -

ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!


გაივლის კიდევ ცამეტი წელი,

მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,

მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,

ატირდება დრო და ჩემი ლექსი.


ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -

დაუნდობელი სურვილი ლომის!

და ყოველივე როგორ ნაზდება,

როცა ახლოა მზე შემოდგომის.

***

ახლა ღამეა, თენდება ისევ

და ცა ლაჟვარდი ჩემს გულს მოება.

ყოველთვის მინდა გაფრენა ცისკენ,

ყოველთვის მინდა განმარტოება.


ყოფნა არ კმარა, რაღაც მსურს მეტი

და მწუხარება გაივლის ხმაში.

გარეთ ვიყავი, როიალს ვუსმენდი,

რა ბედნიერი ვიყავი მაშინ.


ახლა რას ვხედავ, ანდა სადა ვარ,

ღმერთო! ჩემს თავზე რა ამბავია.

ეს ფიქრი ისევ მზეში გადავა,

ახლა მე ქუჩას ვეღარ გავიარ.


ახლა ღამეა, თენდება ისევ

და ცა ლაჟვარდი ჩემს გულს მოება.

ყოველთვის მინდა გაფრენა ცისკენ,

ყოველთვის მინდა განმარტოება.

გაელვებული წამი:)