Wednesday, March 10, 2010

ჩემი პირველი ინტერვიუ


დავით აფრასიძე: ჩვენთან ჟურნალისტიკა ისწავლება როგორც პროფესია, ხოლო პროფესიული უნარებისთვის 2 წელი საკმარისია.



ჟურნალისტიკის სწავლებაქართულ უნივერსიტეტებში- ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტეის დეკანს დავით აფრასიძეს.

ის ჯურნალისტიკის სწავლების მოდერნიზაციის მომხრეა და უპირატესობას სწავლების 2წლიანპროგრამას ანიჭებს,



რამდენად იცნობთ საქართველოს უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის სწავლების პროგრამებს, მათ ძირითად აქცენტებს?

მეტნაკლებად.

რომელი უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის, როგორც ინტერდისციპლინარული დარგის, რომელ ასპექტს ანიჭებს უპირატესობას?

როგორც მახსოვს, არსებულ პროგრამებს შორის კონცეპტუალური სხვაობები არაა.

პირადად თქვენ რომელი ასპექტი მიგაჩნიათ წამყვანად?

მე ჟურნალისტიკას სოციალური მეცნიერებებს მივაკუთვნებ. ნორმატიული ჟურნალისტიკა მაფიქრებს კიდეც.

რატომ არის უარყოფილი ჟურნალისტიკის სწავლება ბაკალავრიატის დონეზე? ამით მის მეცნიერულ ბუნებას უარვყოფთ?

ამაზე ორი პასუხია:
კონცეპტუალური: ჟურნალისტიკა მეცნიერება არაა. მეცნიერებად (ოღონდ არა საიენსის მნიშვნელობით) შეიძლება განვიხილოთ media studies, communication studies, ესეც, როგორც ინტერდისციპლინური სოციალური მეცნიერების დარგები. შესაბამისი პროგრამები მოიცავს ბევრ სოციოლოგიას, პოლიტოლოგიას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, მაგრამ არა ფილოლოგიას, ისტორიას და ა.შ. სხვა სიტყვებით, იგივე გთავაზობთ ჩვენც. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი მედიამკვლევარია, ის სოციალური მეცნიერების კუთხით შეიძლება განვითარდეს. მოქმედი ჟურნალისტობისთვის ეს პროგრამა აუცილებელი არაა. ფაქტობრივი: ჩვენთან ჟურნალისტიკა ისწავლება როგორც პროფესია, ხოლო პროფესიული უნარებისთვის 2 წელი საკმარისია. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი მოქმედი ჟურნალისტია.

სწავლების 2წლიანი პროგრამა ხომ არ გამოიწვევს პროფესიონალების მოუმზადებლობას ან მათ ნკალებობას?

გადახედეთ ქართულ მედიასივრცეს? არის იქ პროფესიონალების სიუხვე? რას მივაწეროთ ეს, კარგ პროგრამებს? ასევე, მომავალზე მიზეზშედეგობრივი მსჯელობა (რას გამოიწვევს, რას არა) შეუძლებელია. ეს მხოლოდ სპეკულაციაა. დაველოდოთ დროს.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ კონკრეტულად ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

ჩვენი ფაკულტეტი ამ ეტაპზე არ არის მზად საბაკალავრო პროგრამებისთვის (media studies, communication studies). ”ჟურნალისტიკის” მსურველებს ვთავაზობთ მაგისტრატურას. მაგისტრატურა ნიშნავს ”დააშენო” სოციალური ან სხვა მეცნიერების მიმართულებით უკვე არსებულ ზოგად ცოდნას ჟურნალისტური პროფესიული ცონდა. ამ გზით მივიღებთ კარგ პროფესიონალებს, აქტიურ ჟურნალისტებს.

რა განსხვავებაა ჟურნალისტიკის მეიჯორ და მაინორ პროგრამებს შორის?

მხოლოდ საათებშია განსხვავება. კონვეპტუალურად ორივე ჟურნალისტის ხელობას იძლევა, ერთი უფრო მეტ დროს ანდომებს, მეორე - უფრო ნაკლებს.

რა განსხვავებაა საგნების რაოდენობის მხრივ მაინორ და მეიჯორ პროგრამებს შორის?

რადგან მეიჯორ პროგრამა გძელდება უფრო მეტ ხანს ვიდრე მაინორ პროგრამა, ცხადია პირველი უფრო მეტს საგანს შეიცავს ვიდრე მეორე, ანუ

მაიჯორ და მეინორ პროგრამა თავსებადი ვერ იქნება რაოდენობრივად, ასევე თუ თქვენ ნახავთ პროგრამებს შორის არის ხარისხობრივი სხვაობაც, ანუ სტუდენტებს მიეწოდებად სხვადასხვა საგნები .

აქვთ თუ არა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება, აირჩიონ ჟურნალისტიკა, როგორც ძირითად, ასევე მეორად სპეციალობად?

ეს პროგრამები მილევად რეჟიმშია. სტუდენტს აქვს იმის არჩევის საშუალება, რა ვალდებულებაც უნივერსიტეტმა აიღო.

აქვთ თუ არა სტუდენტებს შესაძლებლობა, სწავლების პერიოდში თეორიულთან ერთად გაიარონ სწავლების პრაქტიკული კურსი?

ეს საკითხი შესაბამისი მიმართულების პროფესორმა უნდა გადაწყვიტოს. აქცენტი სწორედ პრაქტიკულ კურსებზე გაკეთდება.

როგორი იქნება პრაქტიკის მოდული: მოქმედ ორგანიზაციებში მიმაგრება თუ სასწავლო ლაბორატორიებისადა სახელოსნოების ორგანიზება?

ეს საკითხიც შესაბამისი მიმართულების პროფესორმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემთვის. ორივე ფორმა მისაღებია. უფრო ეფექტიანია უკვე მოქმედ ორგანიზაციებში განაწილება, მაგრამ, უნივერსიტეტი გეგმავს საკუთარი ინტერნეტმაუწყებლობის დაწყებას.

შეუძლიათ თუ არა ბაკალავრიატის სტუდენტებს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

ბაკალავრიატისთვის ის ხელმისაწვდომი იქნება იმდენად რამდენადაც, რესურსების საჭიროება მოითხოვს. ჩემი აზრით, იმ რაოდენობის სტუდენტებისათვის, რაც გვყავს ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, ესეც კონცეპტზეა დამოკიდებული.

რა მდგომარეობაა სპეციალისტების მხრივ, რას ანიჭებთ უპირატესობას: მოიწვიოთ პრაქტიკოსი ჟურნალისტები, თუ ჟურნალისტები, რომლებიც იკვლევენ და სწავლობენ ჟურნალისტიკის თეორიას?

ეს საკითხიც შესაბამისი მიმართულების პროფესორმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემი აზრით კი, სწორედ ესაა პრობელმა. ჩვენ გვყავს პრაქტიკოსები და არა თეორეტიკოსები. ამიტომაც ამოქმედდება მაგისტრატურა, სადაც პრაქტიკოსებს მოვიწვევთ. ამასთან, ბოლო დროს შეიმჩნევა თეორიული საკითებით დაინტერესებაც და ამის კვალად ცვლილებებიც არაა გამორიცხული.

სთავაზობს თუ არა სტუდენტებს თქვენი ფაკულეტეტი ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამებს?

წელს დაიწყება პროგრამა და მივიღებთ პირველ ნაკადს.



რა იქნება ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ექსკლუზივი?



პროგრამა დამუშავების პროცესშია და მე არ ვიცნობ დეტალებს

No comments: